TaoNews.Ge

“არჩევნებისა და მელიას გათავისუფლების საკითხები არ გადაიხედება” – არჩილ თალაკვაძე

“არჩევნებისა და მელიას გათავისუფლების საკითხები არ გადაიხედება” – არჩილ თალაკვაძე

როგორც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში არც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და არც ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხს არ განიხილავს.

შეკითხვაზე მივა თუ არა მმართველი გუნდი შეცვლილი პოზიციებით იმ შეხვედრებზე, რომლებიც კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან განახლდება, მმართველი გუნდის ლიდერმა უპასუხა, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მათი პოზიცია უცვლელია. 

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ზურგი შევაქციოთ ჩვენი მოქალაქეებისა და მხარდამჭერების გადაწყვეტილებას იმ არჩევნებში, რომელშიც გავიმარჯვეთ. ჩვენ არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ამ მოლაპარაკებებში, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, ვინაიდან, ამის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება  ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალიური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას, თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი რჩება პრინციპულ პოზიციაზე, რომ მელიას გათავისუფლება მის მიერ გირაოს გადახდის გზით უნდა მოხდეს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!