TaoNews.Ge

“ამ ტაძარში აშკარად იგრძნობა სიხარული და ამისთვის მადლიერი ვარ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის“- მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მოსკოვში იმყოფება. მეუფემ წმინდა გიორგის ტაძარში ლიტურგია ჩაატარა.

ლიტურგია 18 აპრილს, დიდმარხვის მე-5 კვირას, ეგვიპტის წმინდა მარიამის ხსენების დღეს, რუსეთის პატრიარქის, კირილის კურთხევით ჩატარდა.

„მე ვხედავ მრევლის მხიარულ სახეებს. ქრისტიანობა სიხარულის რელიგიაა. გვიხარია, რომ ჩვენთვის ცათა სასუფეველი ღიაა, ჩვენ მხოლოდ უნდა მოვინდომოთ. ამ ტაძარში აშკარად იგრძნობა სიხარული და ამისთვის მადლიერი ვარ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის“, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

ფოტოებიდან ჩანს, რომ მეუფე ნიკოლოზთან ერთად ამბიონზე დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვიც იდგა. ის მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილეა.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!