TaoNews.Ge

,,ამ ნარკობარიგობიდან მიშას დედის გამოხსნილმა ნასედკამ ბოლომდე ჩამოიხსნა ნიღაბი” წერს ლევან ჩაჩუა გურამ ქართველიშვილზე

,,ამ ნარკობარიგობიდან მიშას დედის გამოხსნილმა ნასედკამ ბოლომდე ჩამოიხსნა ნიღაბი” წერს ლევან ჩაჩუა გურამ ქართველიშვილზე

 

,,ამ ნარკობარიგობიდან მიშას დედის გამოხსნილმა ნასედკამ ბოლომდე ჩამოიხსნა ნიღაბი.  ის აღარ უთქვამს, რის ხარჯზე და რაზე მაქვს მოწერილი ხელი საპროცესო გარიგებისას ადეიშვილთან და ახალაიებთანო?…  ” ასე შეაფასა ,,ქართული იდეის” თავმჯდომარემ ლევან ჩაჩუამ მწერალ გურამ ქართველიშვილის ღია დაპირისპირება  ვარლამ გოლეთიანთან და რიონის ხეობის დამცველებთან

,,ნარკობარიგებმა, ეკლესიის მლანძღველმა ერთობის ჩამშლელებმა უნდა გადაარჩინონ ქვეყანა?! ცოტა გონს მოდით !!! ვიმეორებ! გაურკვევლობაში მყოფები გაერკვიეთ, გაარჩიეთ ერთმანეთისგან თეთრი და შავი!!! ვისაც არ ყოფნის გონიერება დატოვოს ჩემი სამეგობრო!!! როცა მიხვდება და გაერკვევა, მერე დავიმეგობრებ. არ ჭირდება ჩვენს საქმეს გაურკვევლები და იქეთ-აქეთაც დამლაიქებელი (ვითომ ,,მშვიდობის მტრედი”) ფარისევლები…”წერს ლევან ჩაჩუა თავის ფეისბუქ გვერდზე.

,,ახლად გამოჩეკილ ლიდერებს და საზოგადოებას —

უკვე უზრდელობის ზღვარს ცდება ახლად გამოჩეკილი ლიდერების დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ანუ იმ ერთობის მცდელობის მიმართ, რამაც ნამოხვანში ჩამიყვანა. მათი ლიდერი კეთროვანივით გამირბის და უნიჭო სპექტაკლებს მიდგამს, რათა თავი აარიდოს შეხვედრას. არადა დრამატურგი ვარ და თვითონ ვწერ სპექტაკლებისთვის როლებს. ახლა კი საჯაროდ ვაცხადებ, რომ არათუ მათთან შეხვედრა აღარ მინდა არამედ სირცხვილად ვუთვლი თავს იმავე მიკროფონიდან მივმართო მომიტინგე ქართველობას რომლითაც ისინი მიმართავენ მათ.

ამას სხვა სუნი უდის ,,ბოვშებო” და ფრთხილად იყავით, რადგან საქართველო გვეღუპება და თქვენ ,,თურნავებთან” კურკურში არავინ აპირებს დროის დაკარგვას. დღეს მე მეცნიერთა კონგრესის ოფისიდან მივმართავ საზოგადოებას პირდაპირი ვიდეოჩართვით 16. 30 საათზე. იქ ყველაფერს მოისმენთ. იცოცხლეთ”.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!