TaoNews.Ge

“ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს არ გავაკეთებ” – დანიელსონი ტვ პირველის თაობაზე

“ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს არ გავაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი სიღრმისეულად შესწავლილი არ მაქვს.” – ასე უპასუხა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა მისი პირდაპირი მოწოდება ხელისუფლების მიმართ, რომ შეწყვიტოს ერთგვარი ომი მედიასთან და ამ შემთხვევაში ტვ პირველთან.

ტვ პირველის ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ კანონის გვერდის ავლით, სასამართლომ მისცა პროკურატურას უფლება, შესულიყო კერძო ტელეკომპანიაში მასალების ამოსაღებად და ასევე იკითხა, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს, დაიცვას საქართველოში თავისუფალი მედია.

საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარადჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია გამოხატვისა და მედიის თავისუფლება:

“ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია გამოხატვის და მედიის თავისუფლება. ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე გაერთიანების გარე ქვეყნებისთვისაც, მაგრამ რაც შეეხება კერძო საკითხებს და შემთხვევებს, მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი.

მაგრამ მინდა დავამატო, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს ჩვენს პარტნიორ ყველა ქვეყანაში.” – განაცხადა დანიელსონმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!