TaoNews.Ge

პოზიციები არ შეიცვლება თუნდაც, მარაკანას სტადიონზე მომიწიოს გამოსვლა – შალვა ნათელაშვილი

“ალიევს ივანიშვილი ფარულად შეხვდა და გარეჯი გაასხვისა” – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან “შატო მუხრანში” შეხვედრას “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მისი განცხადებით, ამ ერთდღიანი ვიზიტით ივანიშვილმა გარეჯის გასხვისების პროცესი დაასრულა.

“აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტით ოლიგარქმა ივანიშვილმა დაასრულა გარეჯის მეზობელ სახელმწიფოზე გასხვისების პროცესი, რის გამოც, ის აუცილებლად აგებს პასუხს სახელმწიფო ღალატისათვის. მუხრან შატოში შეხვედრა მოხდა უპრეცედენტო ფორმატით, რადგან იქ წინასწარ შეპარული ბიძინა ივანიშვილი ელოდებოდა ილჰამ ალიევს. ეს ალბათ, მსოფლიო დიპლომატიაში არნახული შემთხვევაა, როდესაც არაფორმალური მმართველი ჩუმად დაძვრება მეზობელ სახელმწიფოთა ლიდერებთან შეხვედრაზე”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!