TaoNews.Ge

ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

კოლონიაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ პოლიტპატიმრის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, რუსეთის პრეზიდენტს მიმართა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით.

,,რაც ახლა ხდება, ეს არის პირადი “შურისძიება”, რომელიც ჩვენ თვალწინ ხდება, პუტინმა მთელი ქვეყნის გასაგონად განაცხადა, რომ კითხულობს მისდამი ჩემს მიმართვებს. ჰოდა, ამიტომ მოვითხოვ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი, რომელიც მან უკანონოდ გამოამწყვდია ციხეში. გამოამწყვდია იმიტომ, რომ ეშინია პოლიტიკური კონკურენციის და სურს სიცოცხლის ბოლომდე იჯდეს ტახტზე. ის, რაც ახლა ჩვენ თვალწინ ხდება, ადამიანზე პირადი შურისძიებაა და ეს სასწრაფოდ უნდა შეწყდეს“, -დაწერა იულია ნავალნაიამ ისნტაგრამში.

პასუხად კრემლის პრესმდივანმა 26 მარტს განაცხადა, რომ იულია ნავალნაიას კრემლისთვის არ უნდა მიემართა, რადგან ამ საქმეში კრემლი არავითარ როლს არ თამაშობს. ამგვარი თხოვნით მან სასჯელაღსრულების სამსახურს უნდა მიმართოსო, – თქვა დმიტრი პესკოვმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!