TaoNews.Ge

თურქეთიდან შემოტანილი 24 500 კილოგრამი კარტოფილი შემოსავლების სამსახურმა საზღვრიდან უკან გააბრუნა

აზერბაიჯანში საქართველოდან შეტანილი ათობით ტონა ქართული კარტოფილი განადგურდა

გამოვლენილი მავნებლების გამო საქართველოდან აზერბაიჯანში შემოტანილი 24,5 ტონა კარტოფილი განადგურდა, იტყობინება აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტო.

სააგენტოს თანამშრომლებმა 24 500 კგ კარტოფილიდან, რომელიც შპს „ელვინ 060“-ის მიერ იქნა აზერბაიჯნაში შეტანილი, ნიმუშები აიღეს და უსაფრთხოების მაჩვენებლების დასადგენად აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების ინსტიტუტის ლაბორატორიას წარუდგინეს.

შემოწმების შედეგად პროდუქციის პარტიაში საკარანტინო მავნებელი აღმოჩნდა – კარტოფილის ტუბერების რგოლის ლპობა (clavibacter michiganensis subsp. sepedonicus).

ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულია ზომები. ნაგავსაყრელზე ნადგურდება მოხმარებისთვის უვარგისი პროდუქტები.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!