თბილისი
ხუთ/27 აგვ./2026 11:31
თბილისი
Республика Беларусь наградила Николоза Мжаванадзе

ბელარუსიამ ნიკოლოზ მჟავანაძე დააჯილდოვა

ბელარუსი მზად არის, საქართველოს საიმედო მეგობრის როლი შეასრულოს და სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყოს ხელი. ამის შესახებ საქართველოს ,,უფლებადამცველთა გაერთიანების”  თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსის საქართველოსთან დაახლოების გეგმების შესახებ მან პირადად ბელარუსის ახალ ელჩ ნიკოლაი როგაშჩუკისგან შეიტყო. შეხვედრა 3 ივლისს, ბელარუსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.

 

ღონისძიების ფარგლებში ნიკოლოზ მჟავანაძეს საიუბილეო მედალი — „ბელარუსის ნაცისტური დამპყრობლებისგან გათავისუფლების 80 წელი“ — გადაეცა.

„თავის გამოსვლაში ნიკოლაი როგაშჩუკმა განაცხადა, რომ ბელარუსი საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას ესწრაფვის და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ბელარუსის სახით ძალიან საიმედო მეგობარი ეყოლება. ელჩმა ასევე აღნიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ტურიზმისა და სხვა სფეროების განვითარების მნიშვნელობა“, — განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

მჟავანაძის შეფასებით, ბელარუსი წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება რუსეთთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობების პირობებში.

„ბელარუსი დღეს ძლიერი და წარმატებული სახელმწიფოა, რომელსაც რუსეთთან კარგი ურთიერთობები აქვს. თუ საქართველოსაც ექნებოდა მეზობელ ქვეყანასთან მსგავსი ურთიერთობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება გაცილებით სწრაფი იქნებოდა“, — მიიჩნევს მჟავანაძე.

გაზიარება

დღის ამბები

მსგავსი სიახლეები