როგორც ცნობილია, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევარში განახლდება.
ოფისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მისი ვიზიტი საქართველოში უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება.
„ფოკუსირებული ვარ იმ საქმეზე, რომლისთვისაც აქ ვიმყოფები – მედიაციის პროცესზე. გვქონდა შეხვედრები გუშინ და მოლაპარაკებებს დღესაც გავაგრძელებთ. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს“, – განაცხადა დანიელსონმა.