TaoNews.Ge

ქართველი მილიარდერის 32 წლის ქალიშვილი გულით გარდაიცვალა – „რას იფიქრებდა, რომ ამ ტაძრის ეზოში მისი უსაყვარლესი შვილის დაკრძალვა მოუწევდა”

ქართველი მილიარდერის 32 წლის ქალიშვილი გულით გარდაიცვალა – „რას იფიქრებდა, რომ ამ ტაძრის ეზოში მისი უსაყვარლესი შვილის დაკრძალვა მოუწევდა”

,,ქართველი მილიონერის, თამაზ სომხიშვილის ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, მოულოდნელად გარდაიცვალა ქალიშვილი, ლიკა სომხიშვილი. ინფორმაციას ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარი ავრცელებს. 32 წლის ლიკა სომხიშვილი გულით გარდაიცვალა.

„ლონდონის ქართველების პატარა სათვისტომო დღეს ძალიან დიდ მწუხარებას განიცდის ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალების გამო, რომლის მამაც გახლავთ სწორედ ის პიროვნება, ვინც ქართულ სათვისატომოს მოგვცა შანსი, საკუთარ ეკლესიაში გველოცა. მან შეისყიდა ჩვენთვის საოცარი ტაძარი, რომელიც გვაერთიანებს და საქართველოს ნოსტალგიას ცოტათი მაინც გვიწყალებს. აბა რას იფიქრებდა, რომ ამ ტაძრის ეზოში მისი უსაყვარლესი ქალიშვილის დაკრძალვა მოუწევდა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მთელს ქართულ სათვისტომოს კიდევ ერთი ქრისტიან მამულიშვილთან დაშორებას. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი!!!“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!