75 ათასამდე ექიმი და სამედიცინო პერსონალი წინასწარაა დარეგისტრირებული ჩვენს პორტალზე. რიგების მართვის პორტალი ახლა ჩაირთო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„პირველი დარეგისტრირდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ადამიანი, ქალბატონი თამარ გიორგაძე. ის ჩვენთან, ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობს და არის ჩვენი ცენტრის დიდი ხნის მეისტორიე. ის ორშაბათს, როცა ვაქცინაცია დაიწყება, აიცრება“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
თამარ გიორგაძე 73 წლისაა. ის 40 წელზე მეტია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობს და ამბობს, რომ ამით სხვებს მაგალითს აძლევს.