TaoNews.Ge

სისხლიანი გარჩევა სოფელ დიღომში – სროლის შედეგად შაჭრილია 4 პირი

სროლა იყო თბილისთან ახლოს. სოფელ დიღომში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილია კონფლიქტის 4 მონაწილე. სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანებებით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ უკვე ჩაუტარდათ გადაუდებელი ოპერაციები. ინფორმაციას ამის შესახებ „კურიერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სისხლიანი გარჩევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება, სოფელ დიღმელებს შორის დაწყებული კონფლიქტის მოგვარება საბურთალოელებმა სცადეს რასაც გარჩევა და მოგვიანებით სროლაც მოყვა.

საქმეში გარდა ცეცხლსასროლი იარაღისა ფიგურირებს დანაც. მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!