TaoNews.Ge

მერია ნაგვის დამყრელთა გამოსავლენად ფოტოხაფანგებს ყიდულობს

თბილისის მერია ნაგვის დამყრელთა გამოსავლენად ფოტოხაფანგების ყიდვას გეგმას. შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი 29 აპრილს გამოცხადდა. 

დოკუმენტის მიხედვით, მერია 30 ფოტოხაფანგს იყიდის, რაშიც სავარაუდოდ, 75 ათასს ლარს გადაიხდის.

შესყიდვის ობიექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლებია:

  •  ავტომანქანის სანომრე ნიშნის გადაღების შესაძლებლობა (დღე/ღამე);
  • განათების ტიპი: ინფრაწითელი ადამიანის თვალისთვის უხილავი;
  • დანახვის მანძილი: არანაკლებ 30 მეტრი;
  • ფოტოები გადაღება: რეჟიმზე თითო გადაღებაზე 1-დან 10-სურათამდე (არჩევადი) გადაღების შესაძლებლობა ან უკეთესი;
  • მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა: 512 გიგაბაიტის ჩათვლით ან უკეთესი.
  • სურათის ინფორმაცია: არანაკლებ: დრო, თარიღი, მომხმარებლის ეტიკეტი.

ტენდერში აღნიშნულია, რომ შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელია.

მერია წინადადებების მიღებას დღეს, 10 მაისს ამთავრებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!