კუბელებმა დაამტკიცეს ყოვლისმომცველი „საოჯახო კანონის“ კოდექსი, რომელიც საშუალებას მისცემს ერთნაირსქესიან წყვილებს დაქორწინდნენ.
რეფერენდუმში მოსახლეობის 66.9%-მა მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონებას. კოდექსში ქორწინება განიმარტება როგორც „ორი ადამიანის“ კავშირი. კანონი ჰომოსექსუალ წყვილებს ბავშვების აყვანის უფლებას აძლევს და სრულად აკანონებს სუროგაციას იმ შემთხვევაში, თუ ის უანგაროა.
„სიყვარული – ახლა ეს კანონია“, – განაცხადა კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა.