TaoNews.Ge

“ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში”- პრეზიდენტი გიორგი კვინიტაძის ნეშტის გადმოსვენებაზე

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ზელენსკისგან წერილი მიიღო

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა tv პირველთან ისაუბრა.

დეტალები: ზურაბიშვილმა თქვა, რომ წერილი დღეს, 24 მარტს მიიღო.

როგორც თავად ამბობს, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს მადლობას უხდის ქვეყანას გაეროში სხვადასხვა რეზოლუციებზე დაფიქსირებული პოზიციისთვის.

ზურაბიშვილის განცხადებით, წერილში იყო მიანიშნა, რომ როცა იქნება გლობალური სამშვიდობო სამიტი იქ საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი.

“ამას სრულიად ვემხრობი, ამას ვეუბნები ყველას გარეთ. აუცილებელია, როცა დადგება ეს დრო და ეს არის უკრაინის გადასაწყვეტი, როცა ჩათვლის, რომ თავისი ტერიტორია დაიბრუნა და ამის მიღწევამდე არ დათანხმდება უკრაინა”;

“როცა იქნება ამგვარი გლობალური სამიტი, გლობალური მოლაპარაკებები, იქ აუცილებელია, ერთი რამე იყოს მიღწეული — რუსეთი გავიდეს ყველ იმ ტერიტორიიდან რომელიც აქვს ოკუპირებული და რომელიც არ არის მისი”, — აცხადებს ის.

გარდა ამისა, ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი.

“ვერ შეასრულა თავისი ომის ვერც ერთი მიზანი ამ ერთი წლის მანძილზე”;

“დაკარგა თავისი რეპუტაცია, რომ იყო თითქოს ძლიერი სამხედრო შესაძლებლობის ქვეყანა”;

“არავინ არ იცის, რა იქნება საბოლოო შედეგი, მაგრამ ბევრი ბრძოლა უკვე წააგო”, — ამბობს ზურაბიშვილი.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, ომის შედეგი უნდა იყოს, რომ რუსეთმა დაივიწყოს თავისი იმპერიალისტური ამბიციები

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაერთგვაროვან განცხადებებს ვისმენთ.

ამ დრომდე კიევში ოფიციალური ვიზიტით, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა.

საქართველოს ოფიციალური პირებიდან ყველაზე მკაფიო პოზიცია პრეზიდენტმა დააფიქსირა და არაერთხელ თქვა ისიც, რომ უკრაინაში ჩასვლა სურდა, თუმცა იყო გარკვეული პრობლემები.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!