ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირაკლი საღინაძე Facebook-ზე წერს, რომ ხვალ 4 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საქართველოს მოქალაქეებს ეკრანიდან მიმართავს.
“ხვალ 20:00 ვოლოდიმირ ზელენსკი მოგვმართავს ქართველებს ლაივში დიდი ეკრანიდან რომელიც დაიდგმება პარლამენტის შენობის წინ. ჰო და დავანახოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინელ ხალხს”,-წერს ირაკლი საღინაძე.
თბილისის გარდა, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს კიდევ 4 ქალაქს მიმართავს.