“ქართული ოცნების” ნაბიჯები, რომლებმაც არ დასაჯეს და წაახალისეს მოძალადეები, არის ძალიან საშიში დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.
,,მხარდაჭერას გამოვხატავ ქართული მედიის და იმ ჟურნალისტების მიმართ ვისაც თავს დაესხნრნ ძალადობრივი ჯგუფები. ქართული ოცნების ნაბიჯები, რომლებმაც არ დასაჯეს და წაახალისეს მოძალადეები არის ძალიან საშიში დემოკრატიისთვის. სხვა ევროკავშირის ღირებულებები სწორედ არის დაცვა როგორც თქვენი ტრადიციების, ისე უმცირესობების უფლებების, – ამბობს კრამონი.