TaoNews.Ge

nikoloz

“თურქიშ ეარლაინსი“ ანტალიიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს ზაფხულიდან განახორციელებს

თურქული ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსი“ ანტალიიდან თბილისის მიმართულებით ზაფხულიდან პირდაპირ ავიარეისებს განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. უწყების ცნობით, საწყის ეტაპზე რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება, შემდეგ სიხშირეების რაოდენობა ოთხამდე გაიზრდება. „ბილეთებთან დაკავშირებულ დეტალებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ ავიაკომპანიას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცენტრ-პოინტის დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფი: არავის მოგცემთ უფლებას, პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოგვიყენოთ

“ცენტრ-პოინტის“, „სვეტისა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულებულთა საინიციატივო ჯგუფმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. მათი თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა დეზინფორმაციული, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება რიგი მედიასაშუალებების მხრიდან. დაზარალებულთა თქმით, არის მცდელობა, შეფერხდეს თბილისის მერიის მიერ დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესი, რაც წლობით გაჩერებული მშენებლობების დასრულებას ისახავს მიზნად. მათვე ხაზი გაუსვეს იმ ფატქს, რომ საუბარია 10 000-მდე ოჯახზე, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ემიგრაციაშია …

ცენტრ-პოინტის დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფი: არავის მოგცემთ უფლებას, პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოგვიყენოთ Read More »

მოსკოვში წასული ბიბილოვი ვლადიკავკაზის რესტორანში აღმოჩნდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის  ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ბიბილოვის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ბიბილოვი არათუ მოსკოვში, არამედ ვლადიკავკაზში, ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობს. სოციალურ ქსელში ვიდეოც გავრცელდა, სადაც  ე.წ. პრეზიდენტი   კორტეჟი მართლაც ვლადიკავკაზში, რესტორან “Дендрарий-სთან” არის გადაღებული.

უკრაინის უმაღლესმა რადამ დონბასის ომი რუსეთ-უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტად აღიარა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დონბასის ომი რუსეთ-უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტად აღიარა დოკუმენტს მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა

უკრაინა საომარ მდგომერობასთან ახლოსაა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ოპერატიული რეზერვის ლეგალიზების შესახებ კაკონპროექტი დაამტკიცა, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის აძლევს უფელბამოსილებას, ქვეყანაში საომარი მდგომერობის გამოცხადების გარეშე გამოიძახოს, რეზერვისტთა ყველა კატეგორია, როგორც სავალდებულო რეზერვი, ისე ომის ვეტერანები და სხვა ტიპის უკრიანაში არსებული რეზერვისტთა ჯგუფები. საბრძოლო რიგებში გამოძახების პერიოდი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, და მასზე თავის არიდება დაისჯება, როგორც სისიხლის სამართლის ისე ადმინისტრაციული კანონით. …

უკრაინა საომარ მდგომერობასთან ახლოსაა Read More »

რუსეთიდან ყირიმში მძიმე ტექნიკის ათობით კოლონა და ეშელონები შევიდა

დღეს მთელი დღის განმავლობაში რუსეთიდან ყირიმში მძიმე ტექნიკის ათობით კოლონა და ეშელონები შევიდა. პარალელურად უკრიანის რადაში საგანგებო სხდომაზე უკრაინის არმიის გენშტაბის მეთაურმა განცხადა, რომ შეიმჩნევა უკრაინის საზღვრებთან რუსული ტექნიკის და ცოცხალი ძალების მობილიზაცია. მტრის ჯარი კონცენტრირებულია ოკუპირებულ ყირიმში, ასევე როსტოვის, ბრიანსკისა და ვორონეჟის რეგიონებში. ”მოსალოდნელია 25-მდე ტაქტიკური ჯგუფის დამატებითი კონცენტრაცია, რაც საზღვართან არსებულებთან ერთად, საფრთხეს …

რუსეთიდან ყირიმში მძიმე ტექნიკის ათობით კოლონა და ეშელონები შევიდა Read More »

სრულიად სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ებრაელებს ებრაული პასექი მიულოცა

სრულიად სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ებრაელებს ფესახი (ებრაული პასექი) მიულოცა  პატრიარქი პორფირე მიესალმა სერბეთის ებრაული თემების ფედერაციის პრეზიდენტ რობერტ საბადოსს, სერბეთის ებრაული საზოგადოების მთავარ რაბინ ისააკ ასიელსა და ყველა ებრაელს მიულოცა ფესახის (ებრაული პასექი) დღესასწაული.  შეგახსენებთ, რომ სერბეთის პატრიარქი გუშინ ხორვატიის კათოლიკე ეპისკოპისს შეხვდა. ასევე იგი აცხადებს, რომ რომის პაპს ხელზე იმიტომ ემთხვია, თითქოს ეს სახარებისეულია. …

სრულიად სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ებრაელებს ებრაული პასექი მიულოცა Read More »

ვილი სანიოლი: რთული თამაში გველოდება

“ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა ქულების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა გავაგრძელოთ და იგივე დისციპლინით ვითამაშოთ, როგორც ეს გასულ მატჩებში გავაკეთეთ. ჩვენს თამაშში მე ძალიან ბევრი პოზიტიური ნიშანი დავინახე. ​ფიფას რეგულაციებიდან გამომდინარე საკვალიფიკაციო ეტაპი სამი მატჩით დავიწყეთ, საიდანაც ორი შეხვედრის გამართვა სტუმრად გვიწევს. ხვალინდელ …

ვილი სანიოლი: რთული თამაში გველოდება Read More »

„ჩვენ გველოდება ინფლაცია“ – ირაკლი კოვზანაძე

ჩვენ წინ გვაქვს ინფლაცია, ამის საშიშროება განსაკუთრებით წლის ბოლოს იქნება,“- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ რადიო „პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ინფლაციისა და ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა. “ცენტრალურმა ბანკმა განახორციელა ერთი ინტერვენცია 40 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში, მაგრამ თუ თქვენ ნახავთ, შარშან მან 900 მლნ-ზე მეტი გაყიდა, რომ გარკვეული გავლენა კურსზე მოეხდინა. მე …

„ჩვენ გველოდება ინფლაცია“ – ირაკლი კოვზანაძე Read More »

ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები ჰიპერმარკეტ „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან

ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები ჰიპერმარკეტ „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან. საუბარია რამდენიმე სარჩელზე, რომელიც საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ სასამართლოში შევიდა. საქმე ეხება „კარფურის“ მხრიდან მიმწოდებლებისათვის თანხების უკანონო ჩამოჭრის პრაქტიკას, რაც კომპანიებს სოლიდური თანხებით აზარალებს. დიდი ალბათობით, სწორედ „კარფურის“ წინააღმდეგ დავას ეხება დღეს ჩანიშნული სპეციალური პრესკონფერენციაც, რომელსაც დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია მართავს. როგორც მის მიერ გავრცელებულ მედიაანონსში ვკითხულობთ, ადგილობრივი მწარმოებლები და სადისტრიბუციო კომპანიები …

ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები ჰიპერმარკეტ „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან Read More »

კოპირება აკრძალულია!