ამერიკული მედიის ცნობით, კაპიტოლიუმთან პოლიციელებს ავტომანქანა დაეჯახა, რის შემდეგ ორი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის შემდეგ კაპიტოლიუმი ლოქდაუნის რეჟიმზე გადავიდა. აშშ-ის მედიის ინფორმაციით, ავტომბოლის მძღოლს ხელში დანა ჰქონდა. ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია.