მომღერალმა და კომპოზიტორმა სოსო პავლიაშვილმა სტავროპოლის სამხედრო კლინიკურ ჰოსპიტალში უკრაინაში დაჭრილი რუსი ჯარისკაცები მოინახულა.
მუსიკოსმა სამედიცინო დაწესებულებას 80 წლის იუბილე მიულოცა და ჯარისკაცებისთვის რამდენიმე ჰიტი შეასრულა.
გარდა ამისა, იგი დაჭრილებს გაესაუბრა და მათთან ფოტოები გადაიღო.