TaoNews.Ge

„აჭარაში ლამისაა, ამლოკონ, მაგრამ სად ხართ, დაიხოცეთ?“ – ნათელაშვილი 

არაფერი არ დაიჯეროთ ამ ქალბატონის, ის იცავს თავისი შვილების და არა მოქალაქეების ინტერესებს – ნათელაშვილი ზურაბიშვილზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეეძლო, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლების აქტებზე მოეწერა ხელი, თუმცა ამის ნაცვლად, „მშრალ განცხადებებს“ აკეთებს.

ნათელაშვილის თქმით, პრეზიდენტი ამერიკაში დააშანტაჟეს და ამის შემდეგ შეიცვალა რიტორიკა.

„რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ამოკნავლებას განცხადებების სახით, არაფერი არ დაიჯეროთ ამ ქალბატონის. მას უბრალოდ ამერიკაში უთხრეს, რომ მის ქალიშვილს, რომელიც გახლავთ საფრანგეთის პრესის წამყვანი წარმომადგენელი თეთრ სახლში, გაათავისუფლებენ, ხოლო მის ვაჟიშვილს, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი წარჩინებული მოღვაწეა, დეპარტამენტის ხელმძღვანელია, გაათავისუფლებენ თუ არ შეიცვლის მკვეთრად „ბიძინისტურ“ პოზიციებს და როგორც ერთგული დედა და არა როგორც ერთგული პრეზიდენტი და თავისი მოქალაქეების ინტერესების დამცველი, არამედ როგორც თავისი შვილების ინტერესების დამცველი სხვა ხმაზე „აკიკინდა“. მას შეეძლო, განცხადებების გაკეთებას, მოეწერა ხელი შეწყალების აქტისთვის ექსპრეზიდენტზე და გვარამიაზე და გაეთავისუფლებინა ორივე – საქმე უნდა ხალხს, მსოფლიო საზოგადოება საქმეს ითხოვს და არა მშრალ განცხადებებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა tv პირველის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!