ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრსა და კონტროლიორს შორის ინციდენტი მოხდა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლის” წინ მოხდა.
თვითმხილეველებმა განაცხადეს, რომ კონტროლიორმა მგზავრს ბილეთის აღებისკენ მოუწოდა, მითითების შეუსრულებლობის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი კამათი მოხდა, რაც შემდეგ მგზავრის დაკბენით დასრულდა.