TaoNews.Ge

„ალტ-ინფომ“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა

„ალტ-ინფომ“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა

20 დეკემბერს „ალტ-ინფომ“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა. პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე იქნა არჩეული, გენერალური მდივნის პოზიციაზე კი გიორგი ქარდავა. პოლიტსაბჭოს წევრები იქნებიან ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა, ვასილ გვილია.

პარტიის მიზანს კონსერვატიული იდეების გავრცელება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

„ჩვენ არ გაგვიკეთებია გათვლა ცნობად სახეებზე, ადამიანებზე, რომლებიც ყველგან, ყველა კონფიგურაციით იყვნენ და ყველაფერი სცადეს. ამ პარტიას ვაფუძნებთ თქვენი იმედით, ჩვენი მეგობრების, ახლობლების, იდეური თანამებრძოლების იმედით. „კონსერვატიული მოძრაობა“ იქნება მართლაც ხალხის პარტია, იქნება ხალხის ხმა, იქნება გამონაკლისი, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ მომავალს დაუკავშირებს არა რომელიმე გარე ქვეყნის საელჩოდან წამოსულ დირექტივებს, არამედ ქართველი ერის ნებას. „კონსერვატიული მოძრაობა“ იდგება თქვენს მხრებზე,“- განაცხადა ზურაბ მახარაძემ პარტიის ყრილობაზე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!