ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს 500-იანი კატეგორიის ტურნირის 1/4-ფინალში სამხრეთაფრიკელი ლოიდ ჰარისი (51) 2 სეტში დაამარცხა – 6:4, 7:6.
ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 180 სარეიტინგო ქულა მიიღო და და 59,860 ევროც გამოიმუშავა. ნიკას მომავალი მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგანი, რუსი ანდრეი რუბლიოვი იქნება.