TaoNews.Ge

შსს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში 15-20 მაისს თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს და ამბობს, რომ ნებისმიერი ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეების უსაფრთხოებას, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს. სამინისტრო დაიცავს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური შეხედულებებისა და კანონით გარანტირებულ სხვა უფლებებს”, – წერია უწყების ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, ღონიძიებების ორგანიზატორებს ალტერნატიული ადგილები შესთავაზეს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიების გასამართი ადგილი უცვლელი დარჩა.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!