თბილისი
ორშ/6 ივლ./2026 04:53
თბილისი
ვლადიმერ ხომერიკი გულბაათ რცხილაძეს: შენ საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტი ხარ და შენი სინდისი სუფთაა

ვლადიმერ ხომერიკი გულბაათ რცხილაძეს: შენ საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტი ხარ და შენი სინდისი სუფთაა

,,ქართველ და რუს ხალხთა ერთობის’’ პრეზიდენტი, ღირსების ორდენის კავალერი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ვლადიმერ ხომერიკი  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და სინდისის პატიმარს ,,ევრაზიის ინსტიტუტის” დირექტორს გულბაათ რცხილაძეს დაბადების დღეს ულოცავს.

,,გილოცავ დაბადების დღეს, ძვირფასო გულბაათ!!! ჯანმრთელობას, ურყევ მოთმინებასა და მხნეობას გისურვებ!!! შენ საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტი ხარ და შენი სინდისი სუფთაა. შენ თავგანწირვით იბრძოდი სამშობლოს მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და ნათელი მომავლისთვის! დღეს შენ უდანაშაულო პოლიტიკური მოწამე ხარ, ვიღაცის პოლიტიკური ინტრიგებისა და პროვოკაციების ტყვე… გამაგრდი! გვჯერა, რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს, მალე დააღწევ თავს ტყვეობას და კვლავ განაგრძობ ბრძოლას საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის!!!”-აცხადებს ვ;ადიმერ ხომერიკი

გაზიარება

დღის ამბები

მსგავსი სიახლეები