თბილისი
ოთხ/13 მაი./2026 15:18
თბილისი
Нижний Новгород стал местом торжественного освящения храма святой равноапостольной Нины

ნიჟნი ნოვგოროდში საზეიმოდ იკურთხა და ოფიციალურად გაიხსნა რუსეთში ყველაზე დიდი ქართული ტაძარი — წმინდა მოციქულთასწორი ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი

რუსეთში,ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ყველაზე დიდი ქართული ტაძრი – წმინდა მოციქულთასწორი ნინოს სახელობის ტაძრი გაიხსნა.

ტაძრის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მართლმადიდებლური სამყაროსთვის სიმბოლურ წელს – საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავზე დასრულდა. ამიერიდან ნიჟნი ნოვგოროდი რუსეთის მასშტაბით ყველაზე მაღალი ქართული ეკლესიით იამაყებს. 28 მეტრის სიმაღლის ეკლესიას ერთდროულად 800 მრევლის განთავსება შეუძლია.

ტაძარი ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტ გიორგის კურთხევით აიგო. მისი მშენებლობა ადგილობრივი ქართული სათვისტომოს ინიციატივისა და ერთსულოვნების წყალობით გახდა შესაძლებელი. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა და საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

 

ახალ ტაძარს განსაკუთრებულ სულიერ მნიშვნელობას სძენს წმინდა ნინოს ხატი, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდში 2025 წლის დეკემბერში ჩააბრძანეს. ეს ფასდაუდებელი საჩუქარი ტაძარს ხალხებს შორის ძმური კავშირების ნიშნად გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) გადასცა.

გაზიარება

დღის ამბები

მსგავსი სიახლეები