- რეზო რაზმაძეს წარდგენილი ბრალი ფორმულირდება შემდეგი სახით: ,,2023 წლის 14 ივნისს, დილის საათებში, თბილისი, ნინუას ქუჩა N3-ში არსებული შპს „რეზონის“ შენობაში, რეზო რაზმაძემ თანამშრომელს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე გვანცა ქველაძეს, რომელსაც ფიზიკური მდგომარეობისა და წარმოშობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ეპყრობოდა დისკრიმინაციულად, ერთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა ხელის არეში ერთხელ, ხოლო თავის არეში ორჯერ, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი’’.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ის რაც რეზო რაზმაძეს ბრალად აქვს წარდგენილი თითქოს მან თავის არეში ორჯერ და ხელის არეში ერთხელ დაარტყა გვანცა ქველაძეს და რომ თითქოს ფიზიკური მდგომარეობისა და წარმოშობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტვით ეპყრობოდა დისკრიმინაციულად გვანცა ქველაძეს.
წინასწარ გამოძიებაში და სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც ზოგიერთი თვითმხილველი გახდა რეზო რაზმაძისა და გვანცა ქველაძის შორის მომხდარი დაპირისპირების და ზოგიერთმა კი ვერ დაინახა აღნიშნული ფაქტი.
მოწმის სახით დაკითხულმა ნაირა ციცქიშვილმა, რომელიც დასუფთავების სამსახურში მუშაობს, აღნიშნა, რომ ის კარგად ხედავდა განვითარებულ პროცესებს, 2023 წლის 14 ივნისს ხედავდა როგორ აყენებდა შეურაცხყოფას რეზო რაზმაძეს გვანცა ქველაძე მთელი სამსახურის თანამშრომლების თვალწინ და რომ გვანცა ქველაძეს არაერთხელ მიეცა გაფრთხილება თავისი საკუთარი სივრცის დანაგვიანების გამო, რასაც ეს უკანასკნელი ყურად არ იღებდა და აგრძელებდა იმ მოქმედებებს, რომელიც ზიანს აყენებდა კომპანიას. ნაირა ციცქიშვილი ადასტურებს იმას, რომ რეზო რაზმაძეს არც სიტყვიერი შეურაცხყოფა და არც დარტმითი კონტაქტი არ განუხორციელებია ქველაძის მიმართ და ის ამას თვალნათლივ ხედავდა, ამასთან ასევე არასდროს რეზო რაზმაძეს გვანცა ქველაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფაც არ მიუყენებია არც 14 ივნისს დარც სხვა პერიოდში.
ასევე მოწმის სახით დაკითხულმა რამაზ სიჭინავამ დადებითად დაახასიათა რეზო რაზმაძე და აღნიშნა, რომ ის თვითმხილველი იყო იმ პროცესების რაც ხდებოდა 2023 წლის 14 ივნისს ის იმყოფებოდა კონკრეტულად იმ ადგილას სადაც კონფლიქტი მოხდა ქველაძესა და რაზმაძეს შორის და საუბრობს იმის შესახებ, რომ რეზო რაზმაძეს არ დაურტყია ხელი გვანცა ქველაძისთვის და ასევე ადასტურებს იმას, რომ გვანცა ქველაძე არ ასრულებდა რეზო რაზმაძის მითითებებს სისუფთავის დაცვასთან დაკავშირებით. რეზო რაზმაძეს ახასიათებს ძალიან დადებით და კარგ პიროვნებად.
მოწმის სახით დაიკითხნენ შპს რეზონის თანამშრომლები: გურანდა კაპანაძე, მარიამ ქაწაშვილი, ნინო დვალიშვილი, ქეთევან გელაშვილი, რომლებმაც ასევე დააფიქსიერეს პოზიცია, რომ მათ არ დაუნახიათ რეზო რაზმაძის მიერ გვანცა ქველაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. თითოეულმა მათგანმა დადებითად დაახასიათა რეზო რაზმაძე და აღნიშნა, რომ არცერთ თანამშრომელთან რეზო რაზმაძეს კონფლიქტი არ ჰქონია, ყველას ექცეოდა კარგად და მამაშვილურად.
მოწმის სახით დაკითხულმა მხოლოდ მარიამ მუსელიანმა, რომელიც გახლდათ გვანცა ქველაძის მეგობარი, განაცხადა, რომ რეზო რაზმაძემ ხელი მოარტყა თავის არეში გვანცა ქველაძეს და წააქცია ის. ეს რომ სიცრუე ვიდეო მასალით და ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება და მიუთითებს იმას, რომ საქმე გვაქვს განზრახ არასწორი ჩვენების მიცემასთან. გვანცა ქველაძის მეგობარი მოწმე მარიამ მღებრიშვილი, რომელიც ასევე რეზონში მუშაობდა შვიდი თვის განმავლობაში, წინააღმდეგობრივ ჩვენებას იძლევა, ამბობს, რომ გვანცა ქველაძეს რეზო რაზმაძის ხელი მოხვდა, მაგრამ სად არ ახსოვს. ასევე ის ასახელებს რიგ მცდარ ფაქტებს რაც მისი ჩვენების მიკერძოებაზე მიუთითებს.
როგორც ვხედავთ, მოწმეთა ჩვენებებიც არ იძლევა დასაბუთებულ ვარაუდს იმისათვის, რომ რეზო რაზმაძე იქნას დადანაშაულებული იმაში, რომ მან ხელი დაარტყა გვანცა ქველაძეს და მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რადგან დაკითხული მოწმეებიდან წინასწარ გამოძიებაში და სასამართლოში ორი მოწმე , რომელიც თვითმხილველი იყო მომხდარის ნაირა ციცქიშვილი და რამაზ სიჭინავა საუბრობენ , რომ მათ დაინახეს ყველაფერი და ასაბუთებენ იმას, რომ გვანცა ქველაძისთვის რეზო რაზმაძეს არ დაურტყია, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია და არც წაუქცევია, არც შეურაცხყოფებს აყენებდა მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ის მუშაობდა რეზონში, დისკრიმინაციულ მოპყრობას, ფიზიკური მდგომარეობისა და წარმოშობის ნიშნით შეუწყნარებლობით მოპყრობას რეზო რაზმაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ამაზე საუბრობს ყველა მოწმე ვინც კი დაიკითხა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მხოლოდ ორი მოწმე მარიამ მუსერიანი საუბრობს, რომ რეზო რაზმაძემ თავის არეში დაარტყა და წააქცია, მერი მღებრიშვილი კი წინააღმდეგობრივ ჩვენებას იძლევა. დაკითხული მოწმეთაგან ოთხი მოწმე: გურანდა კაპანაძე, მარიამ ქაწაშვილი, ქეთევან გელაშვილი, ნინო დვალიშვილი საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათ არ დაუნახიათ რეზო რაზმაძის მიერ გვანცა ქველაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის და მასზე დარტყმის ფაქტი.
- ის, რომ რეზო რაზმაძის მხრიდან არ ყოფილა დისკრიმინაციული მოპყრობა გვანცა ქველაძის მიმართ, ასევე ის რომ გვანცა ქველაძის მიმართ ფიზიკური მდგომარეობისა და წარმოშობის ნიშნით შეუწყნარებლობას არ ქონია ადგილი, ამაზე საუბრობს ყველა მოწმე, ვინც კი დაიკითხა წინასწარ გამოძიებაში. ყველა აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ სამსახურში იყო შექმნილი მეგობრული გარემო, კარგი ატმოსფერო, ხშირად თანამშრომელები დადიოდნენ დროის გატარების მიზნით რესტორნებში, ბუნებაში. რეზო რაზმაძე პირადად თავის დაბადების დღეებზეც კი ეპატიჟებოდა ყველა თანამშრომელს. ეხმარებოდა თანამშრომლებს უსასყიდლოდა რამდენიმე მათანს სიცოცხლეც კი შეუნარჩუნა მაგალითად რეზონში დასაქმებულ ნანა გეწაძეს და დალი ჩაფიჩეს. მათ რეზო რაზმაძემ უსასყიდლოდ დაუფინანსა ოპერაციები. არაერთი განცხადება გაკეთდა დაკითხულ მოწმეთა მხრიდან სადაც დასტურდება კომპანიაში დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსების ფაქტი კომპანიის დირექტორის მიერ .
გვანცა ქველაძე ერთადერთი თანამშრომელი იყო, რომელთანაც რეზო რაზმაძეს დაპირისპირება მოუხდა და ეს გამოწვეული იყო მის მხრიდან არაერთხელ შინაგანაწესის დარღვევის გამო, კერძოდ მისი მხრიდან სამუშაო სივრცის საკვები ნარჩენებით დანაგვიანების გამო. ის რასაც ჭამდა გვანცა ქველაძე, არა ურნაში, არამედ სამუშაო სივრცეში ყრიდა, რის გამოც მას არაერთხელ მიეცა შენიშვნა. სისტემატურად შინაგანწესის დარღვევის გამო კი, 2023 წლის 15 მარტს გვანცა ქველაძე სამსახურიდან გათავისუფლდა შინაგანაწესის დარღვევით, მაგრამ გავიდა მცირე დრო და ის დაბრუნდა სამსახურში თხოვნით რეზო რაზმაძეს სამსახურში აღედგინა, რაზეც რეზო რაზმაძემ გამოიჩინა სიბრალული და რადგან გვანცა ქველაძემ რეზო რაზმაძეს მიმართა, რომ მას ქონდა ბანკის ვალები, ფინანსურად უჭირდა და რომ ის აღარ გააგრძელებდა იმგვარ ქმედებებს , რომლებასაც ადრე ადგილი ქონდა კერძოდ შინაგანაწესის დარღვევას. რეზო რაზმაძემ ის სამსახურში დააბრუნა.
როგორც ირკვევა გვანცა ქველაძეს არა სამსახურში დაბრუნების, არამედ შურისძიების მოტივი ამოძრავებდა, რადგან რამდენიმე თვეში სწორედ შურისძიების მოტივით მოუწყო პროვოკაცია რეზო რაზმაძეს, გამოიყვანა ის მოთმინებიდან, დადგა სპექტაკლი თითქოს მასზე იძალადეს, რეალურად კი დადასტურდა, რომ მასზე არავის არ უძალადია. თუ ვინმეზე იძალადეს ეს რეზო რაზმაძე იყო რომელიც ამ ამბის შემდეგ გვანცა ქველაძემ ყველა მედია საშუალებით მოძალადედ წარმოაჩინა. რეზო რაზმაძემ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განმარტა, რომ მას გვანცა ქველაძემ მოუწყო პროვოკაცია, იმიტომ რომ ის თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა სამსახურიდან დათხოვნის გამო და უნდოდა სამაგიერო გადაეხადა რეზო რაზმაძისთვის, ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა გვანცა ქველაძე გამოყენებული ყოფილიყო კონკურენტი კომპანიის მხრიდან შპს რეზონისა და რეზო რაზმაძისთვის საქმიანი რეპუტაციისა და სახელის გატეხვის გამო. შპს რეზონი ხომ პოლიგრაფიულ სფეროში ერთ-ერთ ლიდერად ითვლება, რომლის ხელმძღვანელი კი რეზო რაზმაძეა. არ არის გამორიცხული მისი ხელმძღვანელის დაპატიმრებით და განადგურებით ვიღაცას სურდეს, რომ მოიცილოს კონკურენტი ფირმა.
გვანცა ქველაძესთან მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა დაპირისპირება 2023 წლის 14 ივნისს, როდესაც გვანცა ქველაძე ცდილობა რეზო რაზმაძის წონაწორობიდან გამოყვანას, უღებდა მას ტელეფონის საშუალებით იმ ადგილას, სადაც გადაღება არ შეიძლება, რადგან იბეჭდებოდა თავდაცვისა და უშიშროების სამსახურის ბარათები და მათი დაფიქსირება გამოიწვევდა სერიოზულ პრობლემას შპს რეზონისთვის და შესაძლოა დამდგარიყო სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი. აქედან გამომდინარე, რეზო რაზმაძე ცდილობდა, რომ არ მომხდარიყო გადაღება და ტელეფონის წართმევის მიზნით ცდილობდა ხელი შეეშალა რათა გვანცა ქველაძეს არ ეწარმოებინა გადაღებები. როდესაც გვანცა ქველაძე უკან იხევდა, მან ეგრეთწოდებულ პალეტზე ფეხი წამოკრა და სწორედ მაშინ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება. გვანცა ქველაძეს რეზო რაზმაძის მხრიდან არანაირი სხვა დაზიანება ან შეურაცხყოფა არ ქონია მიყენებული.
გაუგებარია როცა რეზო რაზმაძეს ბრალად წაყენებული აქვს დისკრიმინაციული მოპყრობა გვანცა ქველაძის მიმართ, ასევე ის რომ გვანცა ქველაძის მიმართ ფიზიკური მდგომარეობისა და წარმოშობის ნიშნით შეუწყნარებლობა და საქმეში არ არსებობს ერთი მტკიცებულაც კი, რომ რეზო რაზმაძე ფიზიკური მდგომარეობისა და წარმოშობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დისკრიმაციულად ეპყრობოდა გვანცა ქველაძეს, არცერთი მოწმე ამაზე არ საუბრობს. გვანცა ქველაძისთვის არავის მიუყენებია ამ კუთხით შეურაცხყოფა, მხოლოდამხოლოდ ერთხელ სიტყვა მათხოვარი იხმარა რეზო რაზმაძემ, როდესაც უშუალოდ დაპირისპირება მოხდა 2023 წლის 14 ივნისს. სიტყვა მათხოვარიც იქიდან გამომდინარეობდა, რომ რეზო რაზმაძე მწყობრიდან იყო გამოსული და მან არათუ შეურაცხყოფის ნიშნით უთხრა გვანცა ქველაძეს ეს , არამედ უთხრა, რომ არ შეიძლებოდა ნაგავში ყოფილიყო არ დაელაგებინა თავისი სივრცე და პირიქით აქეთ მიეყენებინა შეურაცხყოფა უფროსისათვის. ყველა დაკითხული მოწმე, რომელმაც ჩვენება მისცა ქველაძისა და რეზო რაზმაძის ურთიერთობებზე, აღნიშნავენ, რომ მხოლოდ იყო შენიშვნა რეზო რაზმაძის მიმართ გვანცა ქველაძეს დაელაგებინა თავისი სამუშაო სივრცე, სხვა რაიმე სახის კონფლიქტი მათ შორის არ ყოფილა. არც ერთხელ ფიზიკური მდგომარეობისა ან წარმოშობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი არ დაფიქსირებულა, ან როგორ შეიძლება ამას ქონოდა ადგილი , როდესაც თავად რეზო რაზმაძე სოფლიდან არის და როგორ შეიძლება მას ვინმესთვის წარმომავლობაზე გაემახვილება ყურადღება, ან რა დისკრიმნაციაზეა საუბარი , როდესაც განთავისუფლებული თანამშრომელი 15 მარტს 2023 წლისა ბრძანებით გაანთავისუფლა, უკანვე დააბრუნდა სამსახურში იმიტომ, რომ ის შეეცოდა, როდესაც მასთან მივიდა და ფაქტობრივად პატიება სთხოვა , უთხრა რომ ვალები ქონდა და ფინანსურად უჭირდა. გაუგებარია, თუ კი ორ წელიწად ნახევრის მანძილზე გვანცა ქველაძისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, როგორ მოხდა ის რომ სამსახურში დაბრუნებიდან 2 თვეში მას ფიზიკური მდგომარეობისა და წარმოშობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დისკრიმაციულად ეპყრობოდა. ამგვარს, რომ ფაქტი არ ქონია ორ წელიწად ნახევრის მანძილზე, თავად გვანცა ქველაძეც აღნიშნავს, წინააღდეგ შემთხვევაში ის სამსახურში აღარც დაბრუნდებოდა, ხოლო შემდგომ, როდესაც რეზო რაზმაძეს გვანცა ქველაძემ პროვოკაცია მოუწყო, მან შეთხზა მითი, რომ რეზო რაზმაძე დისკრიმინაციულად ეპყრობოდა.
რეზო რაზმაძე თავად უდედმამო ბავშვთა ინტერნატში გაიზარდა, დედამ იქ უსახსრობის გამო ჩააბარა, მთელი ცხოვრება გაჭირვებაში და შიმშილში გაიარა, კარგად იცოდა გაჭირვების ფასი და ამიტომ , როდესაც წარმატებას მიაღწია და შექმნა კომპანია, რომელიც დღესაც სანიმუშოა, გადაწყვიტა, რომ ყველას დახმარებოდა, თითოეული თანამშრომელი მას დადებითად ახასიათებს, შეუძლებელია ადამიანს დააბრალო, რომ ის ვიღაცას დისკრიმინაციულად ეპყრობა და შეურაცხყოფას აყენებს და მხოლოდ ერთ თანამშრომელთან ქონდეს დაპირისპირება, როდესაც ათწლეულების მანძილზე არცერთ თანამშრომელთან არ ქონია მცირე დაპირისპირებაც კი, მათ შორის გვანცა ქველაძესთანაც როგორც აღინიშნა ერთადერთხელ ქონდა კონფლიქტი, ეს იყო 2023 წლის 14 ივნისს და მას უწოდა სიტყვა მათხოვარი , როდესაც გვანცა ქველაძე ცდილობდა მის მწყობრიდან გამოყვანას და უღებდა ტელეფონით, მოგეხსენებათ, რომ ტელეფონით გადაღება ითვალისწინებს ძირითადად პიროვნების სოციალურ ქსელებში ეგრეთწოდებულ გაშავებას ანუ დისკრედიტაციას. დღეს ამგვარი ფაქტები მრავლად არის, როდესაც ადამიანებს ტელეფონით უღებენ და შემდგომ ამას ჩვენ ვუყურებთ ტელევიზიით, იგივე მოხდა რეზო რაზმაძის შემთხვევაშიც , როდესაც გვანცა ქველაძის მიერ გადაღებული კადრები ვიხილეთ სხვადასხვა ტელესივრცეში.
- ის, რომ გვანცა ქველაძეს რეზო რაზმაძემ არც დაზიანება მიაყენა, არც დაარტყა და ის დაზიანებაც რაც მიიღო რეზო რაზმაძეს არ უკავშირდება, დადასტურდა იმ ექპერტიზებით, რომლებიც სასამართლოში იქნა წარდგენილი. თავად ბრალდების მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით, რომელიც ექპერტმა გულნაზი ტატანაშვილმა ჩაატარა, დაფიქსიერებულია, რომ გვანცა ქველაძეს პირადი შემოწმებისას სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნჟღენთის სახით. ,,დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს’’.
სასამართლოზე დაკითხვისას კითხვაზე შეიძლება თუ არა დაზიანება გვანცა ქველაძეს მიეღო წაქცევისას და არა დარტყმითი კონტაქტისას ექსპერტმა გულნაზი ტატანაშვილმა აღნიშნა: ,,ჩვენ ვადგენთ მხოლოდ და მხოლოდ რა საგნითაა აღნიშნული დაზიანება განვითარებული, რაც შეეხება მექანიზმს ანუ ვინმემ დაარტყა, ხელი კრა, წაიქცა თუ ასე შემდეგ ამის დადგენა ამ ექსპერტიზის ფარგებში შეუძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ვადგენთ რითია განვითარებული, რა ვითარებაში მიიღო ამის დადგენა მიიღო ამას ვერ მოგახსენებთ. მექანიზმის დადგენა წაქცევით მიიღებდა თუ რეზო რაზმაძე მიაყენებდა დაზიანებას თუ არა ამის დადგენა მე არ შემიძლია. მხოლოდ და მხოლოდ დავადგინე დაზიანებები აღენიშნებოდა თუ არა.’’
როგორც ვხედავთ თავად ბრალდების მიერ ჩატარებული ექსპერტიზისითაც კი გაბათილებულია ის, რომ რეზო რაზმაძემ მიაყენა დაზიანება გვანცა ქველაძეს, ვინაიდან ექპერტი საუბრობს იმის შესახებ, რომ ის ვერ შევა მსჯელობაში თუ დაზიანება რით იქნა მიყენებული: წაქცევის შედეგად თუ სხვა საშუალებით. რაც შეეხება ექპერტიზისის დასკვნაში დაფიქსირებულ ციტატას, რომ დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვირივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, უნდა აღინიშნოს რომ მკვრივი ბლაგვი საგანი ფართო ცნებაა და მკვრივი ბლაგვი საგანი შეიძლება იყოს იატაკიც, ნიადაგი და დაცემაც მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებაა. ეს ყველაფერი აღიარებულია და თითოეული სასამართლო სამედიცინო ექპერტისთვის წარმოადგენს აბსოლიტურ ჭეშმარიტებას და სხვათაშორის ეს თავის დაკითხვაში ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმაც აღნიშნა.
- სასამართლოს სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დასტურდება ის, რომ გვანცა ქველაძემ დაზიანება მისი წაქცევის შედეგად მიიღო და არა რეზო რაზმაძის მხრიდან და რომ ის დაზიანებები, რომლებიც გვანცა ქველაძეს გააჩნია, შეუძლებელია მისთვის თავში ან ხელში დარტყმითი კონტაქტების შედეგად ყოფილიყოს მიყენებული.
სასამართლო სამედიციო ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვები
- რა დაზიანებები აღენიშნებოდა სხეულზე 14.06.2023წ. მომხდარი კონფლიქტის შემდეგ გვანცა ქველაძეს, რით არის დაზიანებები მიყენებული და შესაძლებელია თუ არა, ისინი წარმოქმნილიყო გვანცა ქველაძის იატაკზე დაცემის შედეგად?
- აღენიშნებოდა თუ არა გვანცა ქველაძეს დაზიანებები სახის ან თავის მიდამოში?
- აღენიშნებოდა თუ არა გვანცა ქველაძეს მარჯვენა ან მარცხენა ხელის მტევანზე დაზიანება?
- შესაძლებელია თუ არა, გვანცა ქველაძეს იდაყვის მიდამოში არსებული ნაჭდევის მიყენება ადამიანის ხელის დარტყმით ამ მიდამოში?
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა:
პასუხი 1-ელ კითხვაზე:
14.06.2023წ. შპს „რეზონი“-ში გვანცა ქველაძესა და რეზო რაზმაძეს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, 14.06.2023წ., დაახლოებით 13 საათისთვის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით, პირადი შემოწმებისას გვანცა ქველაძეს სხეულზე აღენიშნებოდა 2 დაზიანება:
-2,0 x 1,0სმ. ზომის სისხლნაჟეღნთი მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე,
-ნაჭდევი მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, ზომით 0,6 x 0,3 სმ.
(იხ. სქემა N1, სადაც მითითებულია დაზიანებების ლოკალიზაცია და ფერადი ქაღალდით ნაჩვენებია დაზიანებების ნატურალური ზომები სანტიმეტრებში დაზიანებების ფორმები სამედიცინო ექსპერტის დასკვნაში აღწერილი არ არის და ფერადი ქაღალდით ნაჩვენებია ზომები პირობითად მართკუთხედებზე).
დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ან საგნების მოქმედებით, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
01.04.2025წ. N236/25/2-დ სასამართლო ექსპერტ გია დეკანოზიშვილის მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნის მხედველობაში მიღებით, ეს დაზიანებები მიყენებულია იატაკზე დაცემის შედეგად.
პასუხი მე-4 კითხვაზე:
მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე არსებული ნაჭდევის მიყენება, ზოგადად, ნაჭდევების წარმოქმნის მექანიზმის მხედველობაში მიღებით, ადამიანის ხელით შეუძლებელია.
პასუხი მე-2 და მე-3 კითხვებზე:
გვანცა ქველაძეს დაზიანებები სახის, თავის მიდამოში მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნის მიდამოებში, 14.06.2023წ., 13 საათზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით არ აღენიშნებოდა.
- ის, რომ რეზო რაზმაძემ გვანცა ქველაძეს არცერთი დარტმა არ მიაყენა, დასტურდება ასევე ექპერტ გია დეკანოზიშვილის მიერ ჩატარებული ფონოსკოპიური ექპერტიზით.
ექსპერტის წინაშე დაისვა კითხვები:
- წარმოდგენილ კომპაქტ დისკზე ასახული (ჩაწერილი) ვიდეო მასალა ხომ არ წარმოადგენს მონტაჟს, ხომ არ არის მათზე განხორციელებული წაშლა, ამოშლა, დამატება და სხვა მსგავსი ზემოქმედების რაიმე ნიშნები? 2. ფიქსირდება თუ არა რეზო რაზმაძეს მხრიდან დარტყმითი კონტაქტები გვანცა ქველაძის მიმართ (სხეულის რაიმე ნაწილზე დარტყმის მიყენება).
კვლევა:
სისხლის სამართლის საქმეში სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში მითითებული მონაცემების მიხედვით 2023 წლის 14 ივნისს ქ. თბილისში ნინუას ქ.№3-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქ. გვანცა ქველაძეს შპს „რეზონის“ ხელმძღვანელმა რეზო რაზმაძემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ დაარტყა ხელისა და თავის არეში. იმისთვის, რომ გარჩევადობის მიხედვით დადგინდეს არის თუ არა შესაძლებელი თქვენს მიერ წარმოდგენილ ვიდეო ფაილზე ქმედებების განსაზღვრა საჭიროა კადრების დათვალიერება და მათი თეორიულ კვლევაში მოცემულ სტანდარტებთან მისადაგება, რადგან საქართველოს კანონმდებლობაში არ არის რეგლამენტირებული სამეთვალყურეო სისტემების მიერ ჩანაწერების სტანდარტიზაცია.
დათვალიერებულ იქნა წარმოდგენილი გარე სამეთვალყურეო კამერის მობილური ტელეფონის კამერის ვიდეო ჩანაწერი ორი ფაილი 1. a05_md_ch05_230614101308 (დარბაზი,სივრცე); 2. გვანცა ქველაძის ვიდეო (ვიდეო)
საკვლევად გამოყენებულ იქნა პროგრამული უზრუნველყოფა DCForensics10 (Diamond Cut Productions) دم GOM Player.
- a05_md_ch05_230614101308(დარბაზი,სივრცე)
კამერაში ჩანს მაგიდებზე განლაგებული დანადგარები, ურიკები და და ე.წ. „პადდონებზე“ პალეტი, ტვირთის სატრანსპორტო ქვესადგარზე განლაგებული ნივთები, საგნები. მარცხენა ზედა კუთხეში დროის მანიშნებელი წარწერა 06-14-2023 Cp 10:13:07 (S) მარჯვენა ქვედა კუთხეში წარწერა Camera 05; ვიდეო მასალაში ასახულია სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებული მუქ მაისურში და მუქ შარვალში ჩაცმულ პიროვნებას (ამოცნობილი და მითითებული როგორც გვანცა ქველაძე) და მოწითალო მაისურში და მუქ შარვალში ჩაცმულ (ამოცნობილი და მითითებული როგორც შპს „რეზონის“ ხელმძღვანელ რეზო რაზმაძე) პიროვნებას შორის გარკვეული სახის დაპირისპირება, დროის 10:13:44 დროის მონაკვეთში დაფიქსირებულია რეზო რაზმაძის მიერ მარჯვენა ხელის მოქნევა მარჯვნიდან მარცხნივ, რომელიც შეხებაში მოდის ნივთთან, რომელიც მარცხენა ხელში უჭირავს გვანცა ქველაძეს, ისე რომ არ ეხება მის ხელს – არ ფიქსირდება დარტყმითი კონტაქტი იხილე ვიდეო ჩანაწერი (დანართი დისკი – ვიდეოფაილი გადიდებული შენელებული) დროის 10:13:46 დროის მონაკვეთში დაფიქსირებულია რეზო რაზმაძის მიერ მარცხენა ხელის მოქნევა ზემოდან ქვემოთ, ისე რომ არ ეხება გვანცა ქველაძის თავს, არ ფიქსირდება დარტყმითი კონტაქტი – იხილე ვიდეო ჩანაწერი (დანართი დისკი – ვიდეოფაილი გადიდებული შენელებული); აღნიშნული ქმედებებით (ხელის მოქნევა), დარტყმითი კონტაქტით შემხებლობაში მოსვლის
შემთხვევაში გვანცა ქველაძის სხეულზე შესაძლებელია გამოეწვია (მარცხენა ხელზე და თავის არეში) გარკვეული სახის მცირე დაზიანებას მაინც. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ სამედიცინო დასკვნა 20.06.23წ. №004243823 მიხედვით გვანცა ქველაძეს მარცხენა ხელზე და თავის არეში დაზიანებები არ აღენიშნება.
- გვანცა ქველაძის ვიდეო (ვიდეო) კამერაში ჩანს ოთახი მაგიდებთან მსხდარი პიროვნებები და წითელმაისურიანი პიროვნება (ამოცნობილი და მითითებული როგორც შპს „რეზონის” ხელმძღვანელ რეზო რაზმაძე); აღნიშნულ ჩანაწერში დარტყმითი კონტაქტი არ ფიქსირდება.
დასკვნა:
- წარმოდგენილ კომპაქტ დისკებზე ასახული (ჩაწერილი) ვიდეო მასალა არ წარმოადგენს მონტაჟს, არ არის მათზე განხორციელებული წაშლა, ამოშლა, დამატება და სხვა მსგავსი ზემოქმედების რაიმე ნიშნები; 2. რეზო რაზმაძეს მხრიდან დარტყმითი კონტაქტები გვანცა ქველაძის მიმართ (სხეულის რაიმე ნაწილზე დარტყმის მიყენება) არ ფიქსირდება (იხილე კვლევა).
- ის, რომ გვანცა ქველაძის მიერ, იყო მოწყობილი პროვოკაცია რეზო რაზმაძის მიმართ, ამას ადასტურებს სასამრთლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც ჩატარებული იქნა თავად გამოძიების მიერ და წარდგენილ იქნა სასამართლოში , სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის წინაშე დასმული იქნა კითხვა გვანცა ქველაძემ განიცადა თუ არა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ექსპერტ მარინა მათიაშვილის დასკვნით „საექსპერტო კვლევის შედეგებით გვანცა ქველაძის ფსიქო ემოციური მდგომარეობა არ ფასდება ფსიქოლოგიურ ტანჯვად“
ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს მიერ შესრულებული ფსიქოლოგიური დასკვნით დადგენილია, რომ „ საექსპერტო კვლევის შედეგებით გვანცა ქველაძის ფ ს ი ქ ო – ე მ ო ც ი უ რ ი მდგომარეობა „არ ფიქსირდება ფსიქოლოგიურ ტანჯვად“.
გამოკვლევით დადგენილია, რომ გვანცა ქველაძე ძნელად ეგუება ფორმალურ შეზღუდვებს,
აკრძალვას, აქვს სოციალურ – ადაპტაციური სირულეები, ვლინდება აზროვნების მხატვრული წყობა, არტიზტიზმის ელემენტები ქცევაში, განცდათა სიმძაფრე, ვლინდება გამღიზიანებლობა, იჭვნეულობა გარემომცველთაგან მის მიმართ გამონათქვამებთან მიმართებაში. სიჯიუტე, ვლინდება მტკივნეული თავმოყვარეობის და გარემომცველებთან ურთიერთობაში წონასწორობის რღვევის პრობლემა, ქმედების თავისუფლება საფრთხეს უქმნის კონტაქტებს. ვ ლ ი ნ დ ე ბ ა თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ე ბ ი ს შეზღუდვებისგან თ ა ვ ი ს დ ა ღ წ ე ვ ი ს მოთხოვნილება.
ზემოაღნიშნული ფსიქოლოგიური დასკვნით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გვანცა ქველაძის ქცევებში ვლინდება ყველა ის თვისება, რაც საწინდარი გახდა მისი მხრიდან რეზო რაზმაძესთან დაპირისპირებისა. სიჯიუტე, იჭვნეულობა გარემომცველთაგან მის მიმართ გამონათქვამებთან მიმართებაში,ვლინდება მტკივნეული თავმოყვარეობის და გარემომცველებთან ურთიერთობაში წონასწორობის რღვევის პრობლემა
- რეზო რაზმაძის უდანაშაულობა მტკიცდება მოწმეთა ჩვენებებით და ექსპერტიზის დაკსვნებით. ბრალდების მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ჩვენს მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის დასკვნით, რომელიც ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ჩაატარა, ექსპრტ გია დეკანოზიშვილის მიერ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დაკვნით. ზემო აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ რეზო რაზმაძეს გვანცა ქველაძისთვის დარტყმითი კონტაქტები არ მიუყენებია და დაზიანება, რომელიც მან მიიღო ეს დაკავშირებულია არა რეზო რაზმაძის მიერ მისთვის დარტყმის მიყენებასთან, არამედ მისი მხრიდან უნებურად წაქცევის შედეგად მიღებულ მსუბუქი სახის დაზიანებასთან. რეზო რაზმაძეს არც ხელი უკრია და არც თავად წაუქცევია გვანცა ქველაძე და გაუგებარია, თუ პიროვნება თავად, სხვის დაუხმარებლად წაიქცა და დაზიანება მიიღო, რა შუაშია რეზო რაზმაძე.
ფსიქოლოგიური ექსპერტიზით კი ნათლად ჩანს გვანცა ქველაძის კონფლიქტური ხასიათი, მისი გაუწონასწორებლობა, რომ ის იყო კონფლიქტური და რომ მას არანაირად ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია. ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ნათლად მიუთითებს იმას, რომ გვანცა ქველაძე თავის ჩვენებაში ცდილობს ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციები მოახდინოს. ის თავის ჩვენებაში ამბობს, რომ 2023 წლის 14 ივნისის შემდგომ მას უკვე განცდა აქვს იმის, რომ უთვალთვალებენ, ეშინია დაინახოს წითელ მაისურიანი ადამიანი რადგან ის ასოცირდება რეზო რაზმაძესთან და რომ ის უკვე შიშის და სტრესის ქვეშ ცხოვრობს. შეუძლებელია ადამიანს ესეთი შეგრძნება გაუჩნდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამდენიმე წამიანი უთანხმოებით, თითქოს რეზო რაზმაძე მას სისტემატურად ფიზიკურად, სიტყვიერად შეურაცხყოფას აყენებდა და მის მიმართ დისკრიმაციულ ქმედებას ახორციელებდა. არადა ყველაფერი პირიქით იყო და ამას ყველა მოწმე ადასტურებს, რომ რეზო რაზმაძე გვანცა ქველაძეს და თითოეულ თანამშრომელს ექცეოდა როგორც საკუთარ შვილებს, ეხმარებოდა ფინანსურად და დაჰყავდა სხვასხვა ღონისძიებებზე, მათ შორის გვანცა ქველაძესაც, რომელიც არაერთხელ იყო აღნიშნული ღონისძიებების მონაწილე. აქედან გამომდინარე აბსურდულია ჩვენების მიცემა ისე, რომ თითქოს გვანცა ქველაძეს შიში გაუჩნდა 2023 წლის 14 ივნისის შემდგომ და რომ მას ვინმე- ფიზიკური მდგომარეობისა და წარმოშობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტვით დისკრიმინაციულად ეპყრობოდა . ეს დაადასტურა ფსიქოლოგიურმა ექსპერტიზამ, რომელსაც სხვათაშორის პროკურატურამ იგნორირება გაუკეთა, რაც ნათლად მოწმობს იმას, რომ პროკურატურის მხრიდან გამოძიება მიმდინარეობდა მხოლოდ პირის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ერთი მიმართულებით და არა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურა სასამართლო პროცესზე აღნიშნულ ექსპერტიზაზეც ისაუბრებდა, დაკითხავდა ექსპერტს, რომელმაც ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაატარა, თუკი ბრალდების მხარის მიერ დაკითხული იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, სავსებით შესაძლებელი იყო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტის დაკითხვაც, მაგრამ ეს არ გაკეთდა იმიტომ, რომ ამით გამოიკვეთებოდა ბრალდებულის უდანაშაულობა, რაც ბრალდების ინტერესებში არ შედიოდა. ყოველივე არის გაუგებარი და აღმაშფოთებელი, რადგან ბრალდებამ არ შეიძლება მხოლოდ ერთი მიმართულებით იმუშაოს, გაითვალისწინოს ის მტკიცებულებები, რომლებიც თითქოს პირის დანაშაულის ჩადენას ადასტურებს და არ გაითვალისწინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც პირის უდანაშაულობაზე მიუთითებს.
ასევე აღსანიშნავია ის, რომ ბრალდების მხარის მიერ შეგნებულად არ ჩატარდა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რათა ნათელი მოჰფენოდა იმ რამდენიმე წამიან ვიდეო მასალას, რომელიც იქნა გვანცა ქველაძის მიერ გადაღებული, სადაც გარკვევით არ ჩანს რა მოხდა. მოხდა აუხსნელი და გაუთვალისწინებელი რამ, პირი მიეცა პასუხისგებაში ერთი კონკრეტული რამდენიმე წამიანი ვიდეო მასალით და მას არ ჩატარებია ექსპერტიზა. ეს იგივეა, მკვლელობის საქმეზე არ ჩატარდეს მოკლულის ექსპერტიზა, რათა დადგინდეს საქმის ირგვლივ ყველა გარემოება. იცოდა რა ბრალდებამ, რომ გვანცა ქველაძისთვის რეზო რაზმაძეს არანაირი დარტყმითი კონტაქტი არ განუხორციელებია, სწორედ ამიტომ, გამოძიებამ ექსპერტიზა არ ჩაატარა, რითაც დაუშვა უპატიებელი შეცდომა, უდანაშაულო ადამიანი მიეცა პასუხის გებაში და რომ არა ჩვენს მიერ ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება, საქმის ირგვლივ ჭეშმარიტება ვერ დადგებოდა. რეზო რაზმაძეს ბრალი წაყენებული ქონდა იმაში რომ მან თავის არეში ორჯერ, ხელის არეში კი ერთხელ დაარტყა ხელი. ფონოსკოპიურმა ექსპერტიზამ კატეგორიული დასკვნით დააფიქსირა, რომ რეზო რაზმაძეს გვანცა ქველაძისთვის არცერთი დარტყმითი კონტაქტი არ განუხორციელებია. ასეთი რამ ბუნებაში რომ მომხდარიყო გვანცა ქველაძე არა თუ მსუბუქი ხარისხის დაზიანებას მიიღებდა არამედ მიიღებდა მინიმუმ ტვინის შერყევას, რადგან 115 კილოიანი მამაკაცი როდესაც ორჯერ თავის არეში დაარტყამს ხელს ფიზიკურად სუსტ ქალბატონს შეუძლებელია რომ მას რაიმე დაზიანება თავის არეში არ მიეღო, ელემეტარული ტვინის შერყევა მაინც. ასევე თუ კი ის ხელში მიიღებდა დარტყმას რეზო რაზმაძისგან, მას არა ის დაზიანება მიადგებოდა, რომელიც დააფიქსირა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გულნაზი ტატანაშვილმა, არამედ ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანებას. არადა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ სხეულის დაზიანების მსუბუქი ხარისხი ჯამრთელობის მოუშლელად დაადგინა.
საქმეში არცერთი მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ რეზო რაზმაძეს დანაშაული არ ჩაუდენია, თავად გვანცა ქველაძის მეგობრის მარიამ მუსელიანის ჩვენებაც კი, რომელიც მან მისცა წინააღმდეგობრივია და ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებელუბლსა და ექსპერტიზებს, ის რომ მარიამ მუსელიანი იტყუება, მის მიერ მიცემული ჩვენების მნიშვნელოვანი ნაწილითაც დასტურდება, სადაც ის საუბრობს, რომ რეზო რაზმაძემ წააქცია გვანცა ქველაძე . არადა ექსპერტიზის გარეშე გადაღებულ ვიდეოშიც ჩანს, რომ რეზო რაზმაძეს გვანცა ქველაძე არ წაუქცევია, მან უბრალოდ ფეხი წამოკრა ეგრეთწოდებულ პალეტს. საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც რეზო რაზმაძის მხრიდან ფიზიკური მდგომარეობისა და წარმოშობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტვით დისკრიმინაციულად ჩადენილ დანაშაულზე მიანიშნებდა. თავად ბრალდებაშიც კი ამაზე არაფერია ნათქვამი და არც პროცესის განმავლობაში არ გამოკვეთილა, რომ ამ სახის ქმედებებს ადგილი ჰქონდა. წესით დღეს ჩვენ რეზო რაზმაძეს კი არ უნდა ვასამართლებდეთ, არამედ გვანცა ქველაძის პასუხისმგებლობის საკითხზე უნდა ვმსჯელობდეთ, რადგან მან მოაწყო საშინელი პროვოკაცია რეზო რაზმაძეს, რომელსაც გულში ოთხი სტენდი უდგას და ელოდება კიდევ ოპერაციას, ვინაიდან მიღებული სტრესისა და ნერვიულობის გამო, რაც გვანცა ქველაძეს უკავშირდება, რეზო რაზმაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.






