უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით და უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილებით, ომის მხარდამჭერ მოსკოვის საპატრიარქოს სამუდამოდ ჩამერთმევა კიევის დიდი ლავრა და გადაეცემა უკრაინის დამოუკიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას.
უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურის უნეტარეს მიტროპოლიტ ეპიფანეს განცხადებით, ის ბერები რომლებიც უარს იტყვიან მოსკოვის საპატრიარქოზე და გადავლენ ავტოკეფალურ ეკლესიაში, მათ მიეცემათ ლავრაში დარჩენის და ცხოვრების უფლება, სხვა შემთხვევაში მათ მოუწევთ ლავრის დატოვება, რადგან დიდ ლავრაში აღსრულებულ ყველა ღვთისმსახურებასა და წესში ამიერიდან აღარ მოიხსენებენ რუსეთის პატრიარქ კირილეს და მასზე დაქვემდებარებულ მიტროპოლიტ ონოფრეს.