თბილისი
ოთხ/5 აგვ./2026 09:59
თბილისი
        სრული სიმართლე მამუკა ფიფიას შესახებ

        სრული სიმართლე მამუკა ფიფიას შესახებ

        სრული სიმართლე  მამუკა ფიფიას შესახებ
მე ნიკოლოზ მჟავანაძემ ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ და საინფორმაციო სააგენტო ,,ტაონიუსის’’ თავმჯდომარემ, ადვოკატმა და პოლიტოლოგმა. მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრო ერთ მნიშვნელოვან თემას რომელმაც გასულ კვირას საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
როგორც უფლებადამცველი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი 15 წელია ერთგულად ვემსახურები ქართულ რუსული ურთიერთობების დათბობისა და პოზიტიურ ჭრილში გადაყვანის საკითხს. 15 წელია მიმყავს გადაცემები სხადასხვა სატელევიზიო არხებზე რომლის ძირითადი ქვაკუთხედი რუსულ ქართული ურთიერთობებია, ვიღებ დოკუმენტალურ ფილმებს ამავე თემაზე, გამოვდივარ სხვადასხვა კონფერენციებზე, სადისკუსიო შეხვედრებზე მოსკოვსა და თბილისში რომელიც სწორედ ქართულ რუსულ ურთიერთობებს ეხება. სწორედ ესაა მიზეზი ალბათ რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძვანელმა დიმიტრი ოლისევმა ერთ ერთ წერილში ჩემს საქმიანობას შემდეგი შეფასება მისცა:
,,ნიკოლოზ მჟავანაძე მჟავანაძე საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის პარტნიორია და მუდმივად თანამშრომლობს დიპლომატიურ მისიასთან რუსეთის დადებითი იმიჯის პოპულარიზაციის მიზნით. პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, იგი დაკავებულია რუსეთის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებით საქართველოს საზოგადოებისთვის, მხოლოდ მეგობრული პერსპექტივიდან. მის სამომავლო გეგმებში შედის სხვადასხვა ჟურნალისტური პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში რუსოფობიის გამოვლინებების წინააღმდეგ ბრძოლას’’.
  2025 წელს დაჯილდოვებული ვარ რუსეთის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების საპრეზიდენტო საბჭოს წევრის ალექსანდრე ბროდის მიერ რუსულ ქართულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის.
ასევე დაჯილდოვებული ვარ საზოგადოებრივი ორგანიზაციის „რუსეთის შრომის მამაცობის“ ხელმძღვანელისა და სოციალისტური შრომის გმირს, ალექსეი ლევინს მიერ ,რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის.
დღეისათვის ჩემი საინფორმაციო სააგენტო ,,ტაო ნიუსის’’ სახელით აკრედიტირებული ვარ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუდმვივმოქმოდი აკრედიტაციით და მონაწილეობას ვიღებ სამინისტროს ეგიდით გამართულ ღონისძიებებში.
ვაქვეყვნებ სხვადასხვა რუსულ გამოცემებში სტატიებს, ვმონაწილეობ სხვადასხვა გადაცემებში რომელიც სწორედ რუსულ ქართულ ურთიერთობების განმტკიცებას ეხება.
ასევე ვმონაწილეობ ბელორუსულ ქართულ ღონიშძიებებში მინსკსა და თბილისში რაც ბელორუს საქართველოს ურთიერთობების განმტკიცებას ეხება.
2025 წელს, საქართველოში ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, ბელარუსის ახალმა ელჩმა, ნიკოლაი როგაშჩუკმა გადმომცა საიუბილეო მედალი — „ბელარუსის გერმანულ-ფაშისტური დამპყრობლებისგან გათავისუფლების 80 წელი“.
2025 წელს გადავწყვიტე საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიმეღო მომაწილეობა რომელიც რუსეთში სწავლას ეხებოდა. და ჩავირიცხე ასპირანტურაში რუსეთის ერთ ერთ უძლიერეს სახელმწიფო მართვის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის განხრით და დღეს მეორე კურსზე ვაგრძელებ სწავლას.
ჩემი რუსეთში წამოსვლა მარტო სწავლის წყურვილით არ ყოფილა განპირობებული, ქვეყანაში დაიხურა ყველა საინფორმაციო სივრცე საქმიანობისათვის, საშინელი რუსფობიის გამო დაიწყო დევნა იმ ადამიანებისა რომლებიც აღნიშნულ ფლანგზე მოღვაწეობდენ. რამდენიმე ჩემს თანამებრძოლზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორებაც.
ვიფიქრე მოსკოვში მაინც სასიამოვნო და მშვიდ გარემოში მომიწევდა მოღვაწეობა მაგრამ მოვლენებმა საპირისპირო რამ მიჩვენა.
   რუსეთში ახლადჩამოსული ვიყავი როცა მან ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო და რუსულ და ქართულ ენაზე განაცხადა რომ მას ჩემთან არანაირი ურთიერთობები არ გააჩნდა ისე რომ არც არავის უკითხვს ჰქონდა თუ არა მას ჩემთან ურთიერთობა. ყოველივე მიზნად ისახავდა ჩემი სახელის და ღირსების შელახვას რათა რუსეთში ბარიერები შემქმნოდა, რადგან მანამდე ფიფია ჩემთან გარკვეულ საკითხებში თანამშრომლობდა. მე ვუთმობდი ჩემი გადაცემების საეთერო დროს მას როცა როცა ის საზოგადოების ფართო წრეებისთვის უცნობი იყო, მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩინე რომ ეს პიროვნება მხოლოდ საკუთარ პიარზე და რეალურად საერთო საქმის გაფუჭებაზე ფიქრობდა.
რის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ნუსხას წარმოგიდგენთ:
   1. ყოველგავრი საფუძვლის გარეშე დამიპირისპირდა ადამიანს რომელიც 15 წელი რუსულ ქართულ ურთიერთობების განმტკიცებას შევალიე. ჯერ განაცხადა რომ არ მქონდა მასთან ურთიერთობა, შემდეგ კი 10 თვის მანძილზე რაც რუსეთში ვარ ყველგან მიქმნიდა ბარიერებს რათა ქართულ რუსული საქმე არ გამეკეთებინდა. მისი ნდობით აღჭურვილი პირები რეკავდენენ სხავადსახვა უწყებებში და ამბობდნენ მჟავანაძესთან ურთიერთობები არ იქონიოთ, აკრედიტაცია გაუუქმეთ, არ ითანამშრომლოთ. ამის შესახებ საკამოად სერიოზულმა თანამდებობის პირებმა მითხრეს სხვადასხვა უწყებებიდან.
    2. მას შემდეგ რაც დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და მე გავხდი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივმოქმედი აკრედიდირებული ჟურნალისტი, მუშაობა დავიწე რუსულ ენოვან მედიაში, მიწვეული ვიყავი სახელისუფლებო პარტია ,,Единая Россия’’ ს კონფერენციებზე და დაჯილდოვებული გახდით სხვადასხვა რუსეთი სერიოზული უწყებების მიერ. მამუკა ფიფია ყოველივემ მწყობრიდან გამოიყვანა და მან რამდენიმე დღის წინ დამირეკა და სიტყვიერი შეურაცხოფა მომაყენა და დამემუქრა. მე ადრე ხალხს ბაგაჟნიკში ვყრიდი მერე კი ლიუბერცის სასაფლაოზე მიმყავდა, ვუსწორდებოდი და შენც ამას გაგიკეთებო ამას იძახდა სიტყვიერი შეურაცხოფეფბის ფონზე და ითხოვდა რომ მე მას შვხვედროდი. ფიფიას ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ეს არიას აღიარება რომ ეს ადამიანი იტაცებდა ხალხს მანქანით მიყავდა სასაფლაოზე და უსწორდებოდა მათ კლავდა თუ აწამებდა ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოარკვიონ. ფაქტი ერთია ფიფია არის კრიმინალი და ეს მან აღიარა ჩემთან სატელეფონო საუბარში. ფიფიამ მას შემდეგ რაც ჩემს მისამართით დაიწყო მძიმე შეურაწყოფების მოყენება მას ვუთხარი რომ ეს ყოველივე იწერებოდა, ზოგიერთებმა განაცხდეს არ ღირდა საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებაო, ეს რომ არ გამეკეთებინა მტკიცებულებების წარდგენის გარეშე არავინ დაიჯერებდა იმას რაზეც ვისაუბრებე. ხოლო თუ მე მის გინებას საკადრისად ვუპასუხე ეს იყო მამაკაცური პასუხი მის შეურაცხოფაზე რადგან არ შეიძლება გაგინებდნენ და შენ ამაზე მადლობები იხადო. მე მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცენ მამუკა ფიფიას მოქმედებას ჩემს მიმართ, რადგან ეს პიროვნება როგორც ჩანს არის კრიმინალი და გეგმავს თავისი კრიმინალური მოქმედებების გაგრძელებას რისი დასტურიც სატელეფონო საუბარში დაფიქსირებული განცხადებებია. მე ვიმყოფები რუსეთში რუსეთის სახელმწიფოს დახმარებით ვსწავლობ უნივერსიტეტში და ვმუშაობ მედიაში, ვიღწვი რუსულ ქართულ ურთიერთობებისთვის და ამ დროს მესხმის რუსეთის მოქალქე კრიმინალი მამუკა ფიფია რომელიც დადის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, ამბობს რომ არის ერთ ერთი კომიტეტის წევრი აფრიალებს ფოტოებს გოსდუმის დეპუტატებთან. ჩემი აზრით სახელმწიფო სათათბიროში კრიმინალის ასე უპრობლემო სიარული საქართველოს და პირველ რიგში რუსეთისთვის ზიანის მომტანია.
    3. მაუკა ფიფია რომ ნამდვილად რუსეთ ქართულ ურთიერთობებს თავისი მოქმედებებით ზიანს აყენებს ასევე დასტურდება იმით რომ მან ფაქტობრივად დაშალა პარტია ,,სოლიდარობა მშვიდობისთვის’’ რაც პარტიის წევრებმა მამუკა კარტოზიამ და ნატა არღვლიანმაც დაადასტურეს, ზოგიერთები კი ამის შესახებ მისი შიშით განცხადებების გაკეთებას იკავებენ. პარტიას არ აქვს ოფისი, არ იღებს საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას. ,,სოლიდარობა მშვიდობისათვის’’ ერთ ერთი აქტიური პარტია იყო გარკეული მიმართულებით. მაგრამ მამუკა ფიფიამ პარტიის თითქმის ყველა წევრთან იჩხუბა, ზოგიერთი ამის გამო კინაღამ მოკვდა რადგან მის ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო.
    4. მამუკა ფიფია ამბობს რომ ბიზნესმებია და მაგრამ რეალურად სწორედ მის სახელს უკავშირდება პარტიულოი ტელევიზიის ,,სოლიდარობის’’ დახურვა. პარტიას დღეს არ აქვს არანაირი საინფორმაციო სივრცე რომ იმუშავოს რაც ფიფიას ე.წ ,,საქმიანობის’’ შედეგია
   5. მამუკა ფიფიამ ჩააგდო რუსეთ საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის განკუთვნილი ხელმოწერების შეგროვების კამპანიის შედეგები. დაიწყო რა ნაცებისა და ლიბერალების საიტზე ხელმოწერების ელექტრონულად შეგროვება , რის შემდეგაც ამ საიტმა ხელმოწერები არ გაასაჯროვა და დაბლოკა. ხელმოწერების შეგროვება პარტიისა და ქვეყნისათვისაც მნიშვნელოვანი იყო მაგრამ მან პარტიის ლიდერებს ხალხში გასვლის და სააგიტაციო კამპანიის წარმოების უფლება არ მისცა, რადგან მიზანი იყო ყოველივე ჩიხში შესულიყო რაც ფიფიამ გააკეთა კიდეც. დღეს არც ხელმწოწერები არსებობს და ვინც ხელმოერა გააკეთა არც მათი მონაცემები. მიუხედავად იმისა რომ ფიფია რეალურად მხოლოდ პარტიის საერთაშორისო მდივანი გახლდათ რეალურად ის მართავდა პარტიას მოქმედი ხელმძვანელობა კი მას ემორჩილებოდა.
   6. სანამ პარტია და ტელევიზია მუშაობდა მამუკა ფიფიამ ყოველივე მხოლოდ საკუთარი პიარისთვის გამოიყენა. მაგრამ ის იმდენად გაუნათლებელი და უწიგნური აღმოჩნდაა რომ საზგადოებაში ავტორიტეტი მაინც ვერ მოიპოვა, რადგან ხალხს თავი სულელური განცხადებებით და არაპროფესიონალიზმით დაამახსოვრა. დონბასში ჩასულმა ფიფიამ პუშილინს შეხვედრაზე მედიის თანდასწრებით უთხრა რომ დონბას ვუსურვებ სრულ დამოუკიდებლობასო. სუბიექტს რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ მარია ზახაროვას ერთი წუთით შეხვდა შემთხვევით პრესკონფერენციის შემდეგ და განაცხადა ზახაროვას შევხვდი და რუსეთ საქართველოს ურთიერთიბებზე ვრცლად ვისაუბრეთო. მყისიერად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა და უარყო ფიფიას და ზახაროვას შეხვედრა. ფიფიამ ასვე იცრუა და უხერხულ სიტყაციაში ჩააგდო საქართველოს საპატრიარქოც. რამდენიმე წუთით ის პატრიარქს შეახვედრეს რათა სამახსოვრო სურათი გადაეღო მაგრამ მან განაცხადა რომ ვრცელი საუბარი ჰქონდა პატრიარქთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. საპატრიარქომ უარყო ფიფიასა და პატრიარქის საუბარი.
   7. მამუკა ფიფია თავს იწონებს რომ რუსეთში დიდი გავლენები აქვს მაგრამ მას ერთხელაც არ გამოუყენებია ეს ვითომ გავლენები ქვეყანაში საშინელი რუსოფობიური სიტუაციის დასასრულებლად. მისი პარტიის ლიდერს მიხეილ ჟღენტს რუსოფობიური სიტუაციის გამო თავს დაესხნენ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ამის გამო სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა და დამნაშავე პასუხისგებაში მიეცა. ამ დროს ფიფია გამოდის და საუბრობს რუსოფობია საქართველოში მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნიადაგზეა არისო. სწორედ აღნიშნული რუსოფობიური განწყობების გამო შიშით ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას. ქვეყანაში წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე რამდენიმე დღით თუ ჩამოისერნიებს.
   8. მამუკა ფიფიას ერთი მხარდასაჭერი განცხადება არ გაუკეთებია ევრაზიის ინსტიტუტის ლიდერის გულბაათ რცხილაძის მიმართ. მას შემდეგ რაც მე მარია ზახაროვას ბრიფინგზე კითხვა დაუსვი გულბაათზე და ზახაროვამ საკმაოდ დადებითად შეაფასა გულბაათ რცხილაძის საქმიანობა მხოლოდ ერთხელ; წამოცდა ფიფიას და თქბა გამოძიება გამჭირვალე უნდა იყოსო. იმ დროს როცა რუსეთის საგარეო უწყება დარწმუნებულია გულბაათ რცხილაძის უდანაშაულობაში ფიფია ვერ ბედავს სიტყვა დაძრას გულბაათის უდანაშაულობაზე. ან რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადგას გულბაათის მხარდასაჭერად.
საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება რომ მამუკა ფიფია მოქმედებას რუსეთ საქართველოს მტრების დაკვეთით და არ არის გამორიცხული უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაკვეთით რომ გაანადგუროს ყველა და ყველაფერი ვინც რუსულ ქართულ ურთიერთობების განმტკიცებისთვის მუშაობს. დღეს საქართველოში გულბაათ რცხილაძის დაჭრის შემდეგ საშინელი რუსოფობიის გამო დაჭერების შიშით ყველა გაჩუმებულია, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა რომ გულბაათ რცხილაძე ალბათ იმიტომ დაიჭირეს რომ რუსოფოობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაცია შექმნაო. მამუკა ფიფია კი ურცხავდ აცხადებს რომ საქართველოში რუსოფობია მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნიადაგზეა და ამ დროს რა ხდება
  9. მამუკა ფიფია ყველაფერ სიკეთესთან არის პიროვნება რომელიც მხარს უჭერს არაბიზაციას და მიგრანტების საქართველოში შემოდინებას და ამას ხსნის იმით რომ ყოველივე ცხოვრების კანონზომიერებაო.
   10. მამუკა ფიფია გახლავთ აწგარდაცვლილი კანონიერი ქურდის თამაზ სუხუმსკის ვაჟი, ხოლო მამუკას მსხვილი ბიზნესმენი სიმამრი ვახტანგ გურის-ძე შონია მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების თაღლოთურად დაუფლების, გადასახადებისაგან თავის არიდებისა და სხვა დანაშაულებისათვის, რის გამოც განესაზღვრა 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
    11. მამუკა ფიფია ამტკიცებს რომ ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთთან მისი მუშაობის შედეგია რაც მის მიერ შექმნილ ვიკიპედიას გვერდზეც დაწერა. ყოველივეს კი პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს რადგან მსგავსი ტიპის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია მომხდარიყო

გაზიარება

დღის ამბები

მსგავსი სიახლეები