მიმართვა რუსეთისა და საქართველოს ხალხებს, აგრეთვე ყველა დაინტერესებულ პირს :
,,რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და ამ სფეროში ჩართული პირების გარშემო ბევრი საუბარი და ჩანაწერი ვრცელდება.
ჩემი ღრმა რწმენით, სახალხო ( საზოგადოებრივ ) დიპლომატიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ორმხრივი, სისტემური ხასიათი და იმართება კომპეტენტურად. სანამ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები არ დასხდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან, კონკრეტული არაფერი შეიცვლება.
სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში რუსეთში არ არსებობს რეალური, ფართოდ მოქმედი და აქტიური დიასპორა, რომელსაც ექნება უნარი იმუშაოს, როგორც რუს, ისე ქართველ ხალხთან და მოახდინოს საზოგადოებრივი ზეგავლენა ორივე ქვეყნის ხელისუფლებაზე.
რუსეთში – როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში – არიან საკმაოდ სერიოზული, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები :
მეცნიერები, ექიმები, კულტურისა და განათლების მოღვაწეები, სხვადასხვა დონის სახელმწიფო სტრუქტურებისა და უწყებების თანამშრომლები. თუმცა, ქართული დიასპორა, როგორც ასეთი, არ არსებობს.
მთელი ქართული ინტელიგენცია, ყველა გამოჩენილი და ცნობილი ადამიანი, და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ქართველიც კი რუსეთში, ცხოვრობს საკუთარი ცხოვრებით – მხოლოდ თავისთვის და თავისი ოჯახისთვის, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ისინი არ არიან დაკავებულნი რუსეთისა და საქართველოს პოზიციების მასშტაბური და რეალური დაახლოებით, თუ დიალოგის საკითხებით. არ ლობირებენ საქართველოს ინტერესებს რუსეთში და არ უწყობენ ხელს საქართველოს დადებითი იმიჯის ფორმირებას რუსეთში.
ის, რისი გაკეთებაც ზოგიერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და ე.წ. ლიდერს სურს, ძირითადად წარმოადგენს საკუთარ თავზე, პირად ინტერესებსა და პიარზე მომუშავე ადამიანების მცდელობას.
სამწუხაროდ, გამოჩნდნენ არასაკმარისი პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის მქონე, არსაიდან მოსული პირები, რომლებიც ხელში იღებენ დიასპორის ხელმძღვანელობას ( მიიჩნევენ რა, რომ ეს მხოლოდ სიმღერა და ცეკვაა – რაც, რა თქმა უნდა, ასევე საჭიროა ) . ზოგიერთი მათგანი უეცრად ხდება „საზოგადო მოღვაწე“, ქმნის პარტიებს საქართველოში, ერევა პოლიტიკაში, მედიაში, ცდილობს საკუთარი თავის პიარს და, რეალური კომპეტენციის არქონის ფონზე, გამოდის გაუგებარი და ურთიერთსაწინააღმდეგო სიტყვებით ( ინტერვიუებითა და განცხადებებით ) , რაც უფრო ვნებს და ძაბავს ხალხებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობას.
ზოგიერთი მათგანი, მას შემდეგ, რაც წარუმატებლად ეცადა ქართულ პარტიებში შესვლას, ხელისუფლების რომელიმე სისტემაში შეღწევას თუ საკუთარი ბიზნესის განვითარებას, ებღაუჭება ყველაფერს და ახლა ქმნის ახალ ორგანიზაციას – „ქართველთა და რუსთა ერთობას“ ( უფრო სწორად ფონდს, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავებული იქნება ბიზნესით რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების ხარჯზე ) .
ამასთან, მათ ფანტაზიაც კი არ ეყოთ იმისთვის, რომ ორგანიზაციისთვის ახალი სახელწოდება შეერჩიათ და აიღეს 99 %-ით იდენტური დასახელება „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდისა“, რომელიც რუსეთში უკვე 20 წელია მოქმედებს. თანაც, ეს უკანასკნელი მუშაობს საბანკო ანგარიშის გარეშე და არ იზიდავს საბიუჯეტო, თუ გარე ფინანსურ სახსრებს არავისგან. უბრალოდ, მათ გადაწყვიტეს ისარგებლონ ამ ორგანიზაციის ( როგორც რუსეთში, ისე საქართველოში ) ფართოდ ცნობილი ბრენდით.
ვშიშობ, რომ ამ საქმიანობით მათ სურთ ჩრდილი და ზიანი მიაყენონ შეუვალ და უნაკლო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციას. გარდა ამისა, ისინი ამ ორგანიზაციას ქმნიან საქართველოდან დევნილ პირთან ერთად, რაც ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს ქართველთა და რუსთა ერთობას.
მე არ ვარ ღირსეული რუსულ-ქართული ორგანიზაციების შექმნის წინააღმდეგი, პირიქით – მე მხარს ვუჭერ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცებასა და გაფართოებას, და არა მათ, რომლებიც თავიდანვე ვინმეს ჯინაზე იქმნება და საქართველოში აღქმულნი არ იქნებიან.
მოვუწოდებ ფართო ქართულ დიასპორას – თავისი მაღალი პროფესიონალიზმით ცნობილ მოღვაწეებს : დაფიქრდნენ საკუთარ შესაძლებლობებზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ცნობადობა და კომპეტენცია ინდივიდუალურ დონეზეც კი უკვე ქმნის ქართველი ერის დადებით იმიჯს რუსეთში, აქტიური მონაწილეობა მიიღეთ საქართველოში რუსეთის იმიჯის ამაღლებაშიც და შეუწყვეთ ხელი ორი ქვეყნის ურთიერთობების დაახლოებას, ვინაიდან ამით ჩვენზე მეტად არავინ არის დაინტერესებული.
დილეტანტებსა და პირადი ინტერესებით დაინტერესებულ პირებს კი ვთხოვდი – დაკავდნენ საკუთარი პროფესიული საქმიანობით და ამით იზრუნონ, როგორც საკუთარ ოჯახებზე, ისე ისტორიულ სამშობლოსა და საცხოვრებელ ქვეყანაზე.
ყველას გისურვებთ წარმატებებსა და საღ აზრს !
,,რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი






