TaoNews.Ge

სექსუალური ორგიები, რომელშიც 13 წლის ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას – კიმ ჩენ ინის წვეულებებისთვის გოგონები სკოლებიდან მიჰყავთ

სექსუალური ორგიები, რომელშიც 13 წლის ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას – კიმ ჩენ ინის წვეულებებისთვის გოგონები სკოლებიდან მიჰყავთ

კიმ ჩემ ინი, პანდემიის დაწყების შემდეგ, საზოგადოებაში ხშირად აღარ ჩნდება – ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის თავს საკუთარ მდიდრულ სასახლეს აფარებს, რომელიც, გარდა ქვეყნის ელიტარული ფენისთვის გასართობი ღონისძიებებისა, ხშირად სექსუალურ თამაშებსა და ორგიებსაც მასპინძლობს. ამისთვის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს “სიამოვნების ჯგუფი” ჰყავს – სექსუალური გართობისთვის ჯგუფი, პირველად, კიმ ჩენ ინის ბაბუამ შექმნა.

როგორც ბრიტანული გამოცემები წერენ, კიმ ჩენ ინის სექსუალურ თამაშებში მონაწილეობას 13 წლის ბავშვებიც იღებენ, ისინი ლიდერთან პირდაპირ სკოლიდან მიჰყავთ. ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული მოქალაქეები ჰყვებიან, რომ გოგონები, ვიდრე დიქტატორთან მოხვდებიან, სამედიცინო შემოწმებას გადიან – აუცილებელია, ისინი ქალიშვილები იყვნენ.

ჯგუფი, რომელსაც “კიპუმჯო” ეწოდება, ჩრდილოეთ კორეის დამაარსებლის, კიმ ირ სენის დროს ჩამოყალიბდა. 1970-იან წლებში მან ბრძანა, შეეკრიბათ ქვეყნის ყველაზე ლამაზი გოგონები და ქალები “მოცეკვავეებად და მომღერლებად”. მათი ნაწილი მოსამსახურედაც მუშაობდა, თუმცა ყველაზე მიმზიდველ ქალებს აიძულებდნენ, მაღალჩინოსნებისთვის სექსუალური მომსახურება გაეწიათ. ბევრი გოგონა 13-14 წლის იყო.

კიმ ირ სენისთვის მნიშვნელოვანი იყო, გოგონები ქალიშვილები ყოფილიყვნენ, რადგან ჯეროდა, რომ მათგან “სიცოცხლის ძალას შეისრუტავდა”. მოგვიანებით, ისინი ცოლად მოჰყავდათ ჯარისკაცებს.

ტრადიცია დღემდე გრძელდება. გოგონებს რამდენიმე ნაწილად ყოფენ – ზოგ მათგანს ცეკვა და სიმღერა ევალება, ზოგს – მასაჟის გაკეთება, ხშირად მათ სხვა ქვეყანაშიც გზავნიან მომზადების გასავლელად.

გოგონების მესამე “დანაყოფს” კი უშუალოდ სექსუალური მომსახურების გაწევა ევალებათ.

კიმ ირ სენის ძმიშვილმა, ლი ირ-ნამმა, რომელიც 1997 წელს მოკლეს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მემუარები გამოაქვეყნა, სადაც მმართველი პირების სექსუალური თამაშების შესახებ წერდა. ლის თქმით, ორგიები კიმის ფხენიანის რეზიდენციაში დილამდე გრძელდებოდა.

“წვეულებების დროს ჭამდნენ, სვამდნენ და ცეკვავდნენ, რაც ხშირად ეროტიკული თამაშებით სრულდებოდა. ყველაზე პოპულარული თამაშის დროს წაგებულები სამოსს იხდიდნენ – არ ჰქონდა მნიშვნელობა, კაცი იქნებოდა თუ ქალი…” – წერდა დიქტატორის ძმისშვილი.

მისივე თქმით, წვეულებები ხშირად მხოლოდ სექსს ითვალისწინებდა.

კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სათავეში კიმ ჩენ ინი მოვიდა, ორგიები შეწყდა, ამისი მიზეზი იყო ის, რომ ახალი ლიდერი მამის ადმინისტრაციას არ ენდობოდა – მათ შორის, არც ქალებსა და გოგონებს.

ქალები, რომლებიც მის მამას ემსახურებოდნენ, ბევრ საიდუმლო ინფორმაციას ფლობდნენ. მათ მოსთხოვეს, არავისთან ელაპარაკათ, სახლებში გაგზავნეს და სიჩუმისთვის 4000 აშშ დოლარი გადაუხადეს.

სექსუალური თამაშების ტრადიცია 2015 წელს აღდგა – კიმ ჩენ ინმა “გასართობად” ახალი გოგონების მოძიებისა და “გაწვრთნის” ბრძანება გასცა. როგორც წყაროები ამბობენ, კიმი “მაღალ და ლამაზ” ქალებს ანიჭებს უპირატესობას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!