თბილისი
ოთხ/13 მაი./2026 15:58
თბილისი
მეუფე შიო – მიცვალებულებისთვის ლოცვა ჩვენთვისაც სასარგებლოა, ვინც მათთვის ვლოცულობთ, იმიტომ, რომ უფრო მეტად ვფიქრობთ ამ მიწიური ცხოვრების წარმავალობაზე, სიკვდილის გარდაუვალობაზე, ვფიქრობთ ჩვენს ზეციურ სამშობლოზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

როგორც ქიროტონიით უპირატესმა ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ შედეგების გამოცხადებისას აღნიშნა, „ხმის დამთვლელმა კომისიამ იმუშავა პატიოსნებისა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ“.

გაზიარება

დღის ამბები

მსგავსი სიახლეები