თბილისი
სამ/5 მაი./2026 17:42
თბილისი
ირაკლი კობახიძე: ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვესწრები ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს. საქართველოს ევროპისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით

ირაკლი კობახიძე: ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვესწრები ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს. საქართველოს ევროპისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში იღებს მონაწილეობას. ფორუმის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

საქართველოს პრემიერი დღეს დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ დისკუსიაში ჩაერთვება.

“ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვესწრები ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს. პირადად მე, მეხუთედ ვმონაწილეობ ამ ფორმატში. მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს, რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას.

ზოგადად, ამიერკავკასიის და საქართველოს როლი განსაკუთრებულია. ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთთან ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით. ბუნებრივია, ამაზე აქტიურად გვექნება საუბარი. საქართველოს ევროპისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება

დღის ამბები

მსგავსი სიახლეები