TaoNews.Ge

“ეს ზვიად გამსახურდიას ქუდია,  უბრალო არ გეგონოთ!”- მამა გაბრიელის საინტერესო ისტორია სვანურ ქუდზე

“ეს ზვიად გამსახურდიას ქუდია,  უბრალო არ გეგონოთ!”- მამა გაბრიელის საინტერესო ისტორია სვანურ ქუდზე

ფეისბუქგვერდი “სვანეთი და სვანები” საკუთარ გვერდზე მამა გაბრიელის შესახებ საინტერესო ისტორიას გვთავაზობს:

” მამა გაბრიელს საოცრად უყვარდა წესრიგი. შეიძლება ეს უცებ ვერ შეემჩნია ადამიანს, მაგრამ კარგად თუ დააკვირდებოდა მის კელიას, აღმოაჩენდა, რომ უწესრიგოდ ერთი ნივთიც არ იყო სადმე დაგდებული…

ერთხელ, პატარა სკამზე ვიჯექი, წესით ყურადღებით უნდა მესმინა მამაოსათვის, მაგრამ გონება ვერ მემორჩილებოდა და თვალი ძირს დავარდნილ უცნაურ ნივთს მიშტერებოდა. ბოლოს თავი ვერ შევიკავე და მორიდებით ვკითხე:

– მამაო, ძირს რაღაც აგდია და თუ შეიძლება ავიღებ-მეთქი. – კარგიო – მიპასუხა.

მეც დავიხარე, ავიღე და სვანური ქუდი აღმოჩნდა.

მითხრა – მომაწოდეო… დიდი მოწიწებით გამომართვა, ქუდს ხელი გადაუსვა, სათუთად გადაწმინდა, ემთხვია და შემდეგ ყველა იქ მყოფთ ხელდახელ გადმოგვაწოდა, ჩვენც ვემთხვიეთ. მამა გაბრიელი საოცარი სიტკბოებით გვიყვებოდა ამ ქუდის ისტორიას:

“ეს ზვიად გამსახურდიას ქუდია, მან მაჩუქა. უბრალო არ გეგონოთ! მთელმა სვანეთმა მუჭა-მუჭა მატყლი შეაგროვა. ყველა ოჯახიდან და ერთად შეთელეს საქართველოს სიძლიერისათვის, შემდეგ პრეზიდენტს მიართვესო!.. ეს თქვა და ჩაფიქრდა…”
მაია სოფრომაძის მოგონება

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!