თბილისი ⛅ 3°
პარ/23 ოქტ./2026 14:28
თბილისი ⛅ 3°
დიტო ჩუბინიძის საქმე გადაგიყოლებთ-ნიკოლოზ მჟავანაძე

დიტო ჩუბინიძის საქმე გადაგიყოლებთ-ნიკოლოზ მჟავანაძე

“ვულოცავ აზერბაიჯანის ხელისუფლებას და პირადად ილჰამ ალიევს იმ დიდ საჩუქარს, რომელიც გაკეთებული იქნა დღეს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან… დიტო ჩუბინიძის საქმე გადაგიყოლებთ თქვენ… ვისი მხარდაჭერის იმედი გაქვთ? ვისი ხელისუფლება ხართ თქვენ, თუ სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცებს სამშობლოს ღალატის იარლიყი მიაკერეთ?
ასავალ-დასავალი“ სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, მაგრამ მისი არცერთი ჟურნალისტი ყოფილა დაპატიმრებული და თქვენ ადექით და ეს კაცი დაიჭირეთ… ვიღაცამ თქვა 37 წელი დაბრუნდაო, არ ყოფილა 37 წელს ასეთი რაღაცა მეგობრებო.
ამას 37 წელსაც არ აკეთებდნენ!” – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ მას შემდეგ რაც პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე დააკავა.
 პროკატურის განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე „სხვადასხვა მედიასაშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“.

გაზიარება

დღის ამბები

მსგავსი სიახლეები