TaoNews.Ge

YouTube-ი ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართულ მასალებს დაბლოკავს

YouTube-ი ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართულ მასალებს დაბლოკავს

YouTube-ი ვაქცინაციის წინააღმდეგ მიმართულ მასალებს დაბლოკავს. ამის შესახებ კომპანიაში აცხადებენ.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აკრძალვები ამიერიდან შეეხება არა მხოლოდ COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის შესახებ ყალბ ინფორმაციას, არამედ ყველა სხვა ვაქცინაციასაც. მაგალითად კი მოყვანილია ისეთი მითები, რომლის თანახმად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას უნაყოფობა მოჰყვება, MMR-ის ვაქცინამ კი, რომელიც წითელას, ყბაყურასა და წითურას წინააღმდეგ გამოიყენება, თითქოს აუტიზმი შეიძლება გამოიწვიოს.

YouTube-მა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულმი პლატფორმა, Facebook-ი და Twitter-ი იმისთვის გააკრიტიკეს, რომ ისინი არასაკმარისად უშლიან ხელს თავიანთ საიტებზე ჯანდაცვის სფეროში ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!