TaoNews.Ge

გელათში ფრესკები კვლავ ჩამოიშალა

UNESCO-ს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში მდგომარეობის შესწავლას 23 ივნისის დაიწყებს

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, იუნესკო-ს (UNESCO) უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლას 23 ივნისს დაიწყებს. ჯგუფიის სამუშაო პერიოდი კი 30 ივნისამდე გაგრძელდება.

“კედლის მხატვრობის ექსპერტები და არქიტექტორ-რესტავრატორები ერთი კვირის მანძილზე გელათის ძირითად ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. ექსპერტები ასევე შეისწავლიან კედლის ფერწერის დაზიანებულ ნაწილებს, რის შემდეგაც ზიანის გამოსწორების მიზნით, სამოქმედო გეგმა დაისახება”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!