Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ლიდერით ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ „იუვენტუსი“ და „მილანი“ დაინტერესდნენ. 25 მარტს, თბილისში, საქართველო – ესპანეთის მატჩზე ორივე კლუბი წარმომადგენელს გამოგზავნის და მიზანი კვარაცხელიაზე დაკვირკვება იქნება. იტალიური ვებგვერდის ცნობით ხვიჩას „დორტმუნდიც“ აკვირდება და უახლოეს კვირების განმავლობაში შესაძლოა ტრანსფერიც გაფორმდეს.