TaoNews.Ge

Toyota $180 მილიონით დაჯარიმდა

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა Toyota-ს ე.წ. „სუფთა ჰაერის აქტის“ ხანგრძლივ დარღვევაში ადანაშაულებს: Toyota-ს ავტომობილები გამონაბოლქვის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. იაპონური გიგანტი $180 მილიონით დააჯარიმეს. ჯარიმის გადახდა კომპანიას 2021 წლის 31 მარტს მოუწევს.

 ცნობილია, რომ  Toyota-ს ავტომობილები სისტემატურად არღვევდა გამონაბოლქვის სტანდარტებს.
„სუფთა ჰაერის აქტის“ თანახმად, ყველა ავტომწარმოებელი ვალდებულია, გამონაბოლქვთან დაკავშირებული დეფექტების შესახებ EPA-ს დოკუმენტები შეავსოს. როცა კომპანია პრობლემის მიზეზს დაადგენს, მათ დეფექტური ავტომობილები უკან უნდა გაიწვიონ. 10 წლის განმავლობაში Toyota-მ მოხსენები ვერ შეავსო. მთავარ მიზეზად კომპანიასა და მთავრობას შორის გაურკვევლობა სახელდება. Toyota-მ არ იცოდა, როდისთვის იყო დოკუმტების ჩაბარება საჭირო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!