TaoNews.Ge

ვლადიმერ ზელენსკი – დღეს ევროპის 27 ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში? პირდაპირ ვკითხე, ყველას ეშინია, არ მპასუხობენ

The Times – კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა აქვს დავალებული

კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება, რომელსაც კრემლისგან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა აქვს დავალებული, – ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გასამხედროებულმა ფორმირებამ, „ვაგნერის ჯგუფმა“, რომელსაც პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე მართავს, ხუთი კვირის წინ აფრიკიდან დაქირავებული ჯარისკაცები ჩამოიყვანა და სოლიდური ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი მთავრობის წევრების ლიკვიდაცია დაავალა.

The Times-ი წერს, რომ მათი მისიის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობისთვის შაბათს დილით გახდა ცნობილი. რამდენიმე საათის შემდეგ კიევმა 36-საათიანი „კომენდანტის საათი“ გამოაცხადა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ გარეთ გასვლის შემთხვევაში კრემლის აგენტებად ჩაითვლებოდნენ და ლიკვიდაციის საფრთხე დაემუქრებოდათ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!