TaoNews.Ge

Tesla-ს პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის დარღვევაში ადანაშაულებენ

Consumer Reports-ის მონაცემებით, შიდა კამერები, რომლებსაც „ტესლა“ ავტონომური მართვის ტექნოლოგიების განვითარებისთვის იყენებს, ავტომობილების მგზავრების პირადი ცხოვრების კონფიდენციალობას შესაძლოა, რისკს უქმნიდეს.

გამოცემა ვარაუდობს, რომ კამერების გამოყენება, პერსპექტივაში გადაფარავს იმ უპირატესობებს, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში, მძღოლის მდგომარეობის გაკონტროლებით მიიღწევა. კერძოდ, სისტემა აფიქსირებს მომენტებს, როდესაც მძღოლი გზას ნაკლებ ყურადღებას აქცევს და სხვა რამით არის დაკავებული.

„თუ Tesla-ს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გამოიცნოს, როცა მძღოლი უყურადღებოდაა, მაშინ აუცილებელია ამის შესახებ მძღოლის გაფრთხილება, რასაც სხვა კომპანიები აკეთებენ“, – ამბობს „კონსამერ რეპორტსის“ საავტომობილო ტესტების ცენტრის დირექტორი ჯეიკ ფიშერი.

Ford-ი და GM-ი მსგავს კამერებს იყენებენ, მაგრამ მათ სისტემებში, კამერებიდან მიღებული გამოსახულების და მონაცემების ჩაწერა და გადაგზავნა არ ხდება. მძღოლის თვალების მოძრაობის გასაკონტროლებლად, ისინი ინფრაწითელ ტექნოლოგიებს იყენებენ და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სიგნალებს გადასცემენ.

საინტერესოა, რომ შიდა კამერების გამო, ჩინეთში Tesla-ს ავტომობილებს, ქვეყნის სამხედრო ობიექტებზე არ უშვებენ. ამას მოჰყვა Tesla-ს მთავარი აღმასრულებლის, ილონ მასკის განცხადება იმაზე, რომ, თუ მის ავტომობილებს შპიონაჟისთვის გამოიყენებენ, მისი კომპანია ავტომობილების წარმოებას შეწყვეტს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!