TaoNews.Ge

ტაოში ქართველების გარეშე იშხანის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია მიმდინარეობს (ფოტო)

ტაოში ქართველების გარეშე იშხანის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია მიმდინარეობს (ფოტო)

ამ რამდენიმე დღის წინ ართვინის გუბერნატორმა ალმაზ დორუკმა იშხანის სამონასტრო კომპლექსი მოინახულა, სადაც ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო.  სამუშაოები დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება ტურისტების რიცხვი და შემოსავალი ადგილობრივ ბიუჯეტში -განაცხადა დორუკმა.  შეხვედრისას  ადგილობრივმა მოსახლეობამაც კმაყოფილება გამოთქვა ეკლესიის სარეაბილიტაციის სამუშაოების გამო რადგან  მათი აზრით ტურისტების დიდი ნაკადი სწორედ იშხანის მონასტერის დასათვალიერებლად ჩამოდის ართვინში რეგიონში.
იშხანი — შუა საუკუნეთა საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ტაოში, მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია). თავდაპირველი ეკლესია (ბანის ტიპის წრიულ გარსშემოსავლელში მოქცეული ტეტრაკონქი) VII საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა.
თავდაპირველი ეკლესია აუშენებია ქალკედონიტ სომეხთა კათალიკოს ნერსეს, VII საუკუნეში. იგი დარბეულა და მიტოვებულა არაბთა შემოსევის დროს. გიორგი მერჩულე მოიხსენიებს ნერსეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“:

არაბების შემოსევის დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია IX საუკუნის I ათეულ წლებში გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბა იშხნელმა განაახლა. X საუკუნეში იგი კვლავ საფუძვლიანად აღადგინეს, მაგრამ საბოლოო სახე ტაძარმა 1032 ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის ხელში მიიღო. იშხნის თავდაპირველი, ნერსესისეული, ტაძრისაგან გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდა სვეტებზე თაღების მწკრივით. ძველი აფსიდა გარედან მთლიანად დაფარულია ახალი კედლებით. 2011 წ. ქართულმა ექსპედიციამ გამოავლინა მანამდე უცნობი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ვინმე „თრდატის ძე“, შესაძლოა ტაძრის ერთ-ერთი ხუროთმოძღვარი. წლების განმავლობაში ტაძარი გამოიყენებოდა მეჩეთად.

საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმების თანახმად, იშხნისა რესტავრაცია ქართული მხარის მიერ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ მას დღეს  სარესტავრაციო სამუშაოებს თურქები უტარებენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!