TaoNews.Ge

პუტინმა და  ერდოღანმა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყეს

politico – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ინფორმაციას გამოცემა politico თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელობას, რასაც თურქეთი მოლაპარაკებების გზით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ანიჭებს“, – აცხადებენ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატში.

მათივე ინფორმაციით, ერდოღანმა ასევე მადლობა გადაუხადა პუტინს „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმების გაფართოებასთან დაკავშირებით მისი პოზიტიური პოზიციისთვის.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!