TaoNews.Ge

Oxford/AstraZeneca-ს მოზარდებზე პირველად გამოცდიან

Oxford/AstraZeneca-ს მოზარდებზე პირველად გამოცდიან

ოქსფორდის უნივერსიტეტი AstraZeneca-სთან ერთად შექმნილი ვაქცინის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოებისა და იმუნური რეაქციის შეფასების მიზნით კვლევას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უნივერსიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი შუალედური კლინიკური ცდის შედეგად დადგინდება, ეფექტურია თუ არა ვაქცინა 6-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში. მათივე ინფორმაციით, კლინიკური ცდაში 300 მახალისე ჩაერთვება და აცრების გაკეთება მიმდინარე თვეშივე დაიწყება.
ცნობისათვის, Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა შეფასებულია, როგორც „ვაქცინა მსოფლიოსთვის“. ეს გამოწვეულია შედარებით დაბალი ფასით და ასევე იმით, რომ ვაქცინის განაწილება შედარებით იოლია, რადგან ის სტანდარტულ მაცივრებში ინახება. AstraZeneca მიმდინარე წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, ვაქცინის 3 მილიარდი დოზის წარმოებას გეგმავს.

 

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!