TaoNews.Ge

ქალაქის იმიჯის შელახვის და ფინანსური სირთულეების გამო, პოლონეთის ქალაქმა ანტი ლგბტ რეზოლუცია გააუქმა

iPhone-ს ორსული მამაკაცის ემოჯი დაემატება

iPhone-ის iOS 15.4-ის განახლებას ორსული მამაკაცის ემოჯი დაემატება. მომხმარებელთა ნაწილისთვის ორსული ემოჯი ახალი არ არის, რადგან ეს Emojipedia-ს 2021 წლის სექტემბერის განახლების ნაწილია. თუმცა, Apple-ის ვერსია ხუთშაბათს გამოვიდა, როგორც iOS 15.4-ის ბეტა ნაწილი. ეს სისტემის ნებაყოფლობითი განახლებაა და ის iPhone-ის ყველა მომხმარებლისთვის წლის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი.

ორსულობაში ყველას ჩართვისკენ მიმართულმა წამოწყებამ კამათი გამოიწვია.  ზოგიერთი კულტურული კომენტატორი ამტკიცებს, რომ ბიოლოგიურად სპეციფიკური ფენომენის ყოვლისმომცველად ქცევის მცდელობა შლის ფაქტორებს, რომლებიც ქალებს მამაკაცებისგან განასხვავებს და ქალების დეჰუმანიზაციას უწევს.

Emojipedia-მ განაცხადა, რომ ახალი ფორმები “შეიძლება გამოიყენებოდეს ტრანს მამაკაცების, არაბინარული ადამიანების ან ქალების გამოსახვისთვის, რომლებსაც მოკლე თმა აქვთ – თუმცა, რა თქმა უნდა, ემოჯების გამოყენება არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ჯგუფებით”.

ჯანდაცვის ვებ-გვერდის, Healthline.com-ის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან, მაგრამ იდენტიფიცირდებიან, როგორც მამაკაცები, არიან ტრანსგენდერი მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ მშობიარობა, რადგან აქვთ ამისთვის საჭირო რეპროდუქციული ორგანოები, განსაკუთრებით მათ, ვინც არ იღებს ან შეწყვეტს ტესტოსტერონის მიღებას.

უცნობია რამდენი მამაკაცი დაორსულდა შეერთებულ შტატებში. 2018 წელს ავსტრალიაში სულ მცირე 22-მა მამაკაცმა იმშობიარა, იტყობინება The Daily Mail-ი Medicaid-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!