TaoNews.Ge

Honda კორონოვირუსს სალონის ჰაერის ახალი ფილტრით ებრძვის

Honda კორონოვირუსს სალონის ჰაერის ახალი ფილტრით ებრძვის

ოთხი ფენისგან დამზადებული დეტალი კორონავირუსს კაბინაში შესვლამდე გააუვნებელყოფს.

Covid-19-ის ვაქცინაცია მიმდინარეობს, მაგრამ მის დასამარცხებლად ჯერ დიდი დროა დარჩენილი. იქამდე კი უსაფრთხოდ ყოფნა ყველასთვის საჭირო და მნიშნელოვანია. Honda Motor Europe-ს კი ამ მხრივ ახალი პროდუქტი აქვს, რომელიც ადამიანებს კორონავირუს კონტაქტისგან იცავს. კომპანიის მიხედვით, კაბინის ჰაერის ახალ ფილტრს ვირუსის თითქმის 100%-ით შეკავება შეუძლია.

ფილტრს ოთხი დამცავი ფენა გააჩნია. პირველი ორი მიკრობოჭკოებს მოიცავს, რაც მტვერს და ალერგიულ ნაწილაკებს აკავებს. მესამე შრე, დამატებითი ფილტრაციისთვის, ნახშირითაა შექმნილი. ბოლო ფენა კი ისეთ ექსტრაქტს იყენებს, რაც ვირუსის ნაწილაკებს აკავებს.

„საზოგადოებას ახლა უფრო გათავისებული აქვს, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ვირუსები და მიკრობები. ამ მხრივ კი დამცავი საშუალებების მიმართ დიდ მოთხოვნას ველოდებით.“ – განაცხადა Honda Access Europe-ის პრეზიდენტმა.

კომპანიას Covid-19-სგან თავის დასაცავად დამატებით სხვა ზოგადი რეკომენდაციებიც აქვს. მეტი სუფთა ჰაერის კაბინაში მოხვედრა ვირუსების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ეს იმიტომ, რომ მეტი ჰაერი ჰაერწვეთოვან აეროზოლს ათხიერებს. გარდა ამისა, Honda კაბინის ჰაერის ფილტრის შეცვლას უფრო ხშირი პერიოდითაც გირჩევთ.

Honda ერთადერთი კომპანიაა არაა, რომელიც ჰაერის დამატებით ფილტრაციის მეთოდებზე აქტიურად მუშაობს. მაგალითისთვის, მომავალი Mercedes-Benz EQS-ის ელექტრო სედანი HEPA-ს ფასიანი სისტემით გამოვა, რომელიც ჰაერის ხარისხს გააკონტროლებს. Tesla-ს მოდელები კი უკვე რამდენიმე წელია HEPA-ს ფილტრაციას იყენებენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!