TaoNews.Ge

რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის საზღვრისკენ ჯავშანტექნიკა დღესაც გადაადგილდება (ვიდეო)

G7-ის ლიდერები კატეგორიულად გმობენ ფიქტიურ „რეფერენდუმებს“, რომელსაც რუსეთი ყალბ საბაბად იყენებს, რათა უკრაინის სუვერენული ტერიტორიის სტატუსი შეცვალოს

„დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი სახელმწიფოების ლიდერები კატეგორიულად გმობენ ფიქტიურ „რეფერენდუმებს“, რომელსაც რუსეთი ყალბ საბაბად იყენებს, რათა უკრაინის სუვერენული ტერიტორიის სტატუსი შეცვალოს.

„რუსეთისა და მისი მარიონეტების მიერ მოწყობილ ამ ფიქტიურ „რეფერენდუმებს“ არავითარი იურიდიული ძალა და ლეგიტიმაცია არ აქვს, რასაც მოწმობს რუსეთის ნაჩქარევი საორგანიზაციო მეთოდები, რომელიც პატივს არ სცემს დემოკრატიულ ნორმებს და ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას ეფუძნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი სახელმწიფოების ლიდერები ასევე გმობენ რუსეთის მიერ ესკალაციისკენ გადადგულ მიზანმმართულ ნაბიჯებს, მათ შორის ნაწილობრივ მობილიზაციასა და უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!