TaoNews.Ge

Facebook გვერდები “მტრედი”, “Ufalia Chemi cxovreba”, “მათემატიკა” გიორგი გახარიას გვერდებად იქცა

mythdetector.ge-ის ინფორმაციით  , გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, სოციალურ ქსელში  ყოფილი პრემიერის მხარდამჭერი ფეისბუკ ანგარიში, საჯარო ჯგუფები და გვერდები გაჩნდა. მათ სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მიზნით შექმნილი 14 ფეისბუქ გვერდი გამოავლინეს, რომლებიც პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

2021 წლის 18 თებერვლამდე შექმნილი გვერდები, რომლებმაც სახელი გახარიას გადადგომის შემდეგ შეიცვალეს და ყოვილი პრემიერის მხარდამჭერები გახდნენ;

გვერდები, რომლებიც გახარიას გადადგომის შემდეგ, 18 თებერვლიდან შეიქმნა.

სახელშეცვლილ გვერდებს შორის მოხვდა 2021 წლის 12 იანვარს შექმნილი გვერდი, რომელსაც თავდაპირველად “მტრედი” ერქვა, შემდეგ “შვიდი” ბოლოს კი – გიორგი გახარია გახდა.

ასევე, 2020 წლის 9 აპრილს შექმნილი გვერდი სახელად “Ufalia Chemi cxovreba”, რომელიც ჯერ “საქართველოს დედა ეკლესიად”, 24 მარტს კი “გახარია – პოლიტიკა” გახდა.

2021 წლის 26 აპრილს შექმნილი გვერდი სახელად “გოდერძი ჩოხელი” ამავე დღეს “გახარია მესამე ძალად” გადაკეთდა.

2010 წლის 21 აგვისტოს შექმნილი გვერდი – “Martvilis qogale” ჯერ “ქოგალედ”, “მეგრელინიუსად” შემდეგ კი “მნიუსად” გადაკეთდა, რომელიც “მითების დეტექტორის” მონაცემებით, ყოფილი პრემიერის მხარდამჭერ საინფორმაციო გვერდის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!