სამართალი Archives - Taonews.ge

საბავშვო ბუშტებში დამალული დიდი ოდენობით ნარკოტიკი – იმერეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ვ.მ. და იმავე წელს დაბადებული ნ.უ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

The post საბავშვო ბუშტებში დამალული დიდი ოდენობით ნარკოტიკი – იმერეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა appeared first on Taonews.ge.

მამაკაცზე, რომელსაც მეუღლის შვილიშვილის გაუპატიურება ედება ბრალად, ახალი ინფორმაცია ვრცელდება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაკავებული მამაკაცის შესახებ, რომელიც ამავე უნივერსიტეტის თანამშრომელია და რომელსაც ბრალად უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაუპატიურება და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ბრალდება,  განცხადებას ავრცელებს.

სტუ აღნიშნავს, რომ მას შეუჩერდა უფლებამოსილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვა სახის სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ზ.ა.-ს დაკავების ფაქტს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მკაცრად გმობს ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ეხება არასრულწლოვანთა უფლებების შესაძლო დარღვევას და აღნიშნავს, რომ მსგავსი შემზარავი ქმედებები თავისი არსით ეწინააღმდეგება ჰუმანურობის, კაცთმოყვარეობის და ადამიანური ურთიერთობების ძირითად საფუძვლებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სრულად იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და მიუკერძოებელი სასამართლო განაჩენის გამოტანამდე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან საქმის ყოვლისმომცველი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველსაყოფად.

უნივერსიტეტი ადასტურებს, რომ ზ.ა.-ს, რომელიც დასაქმებული იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, სამართლებრივი პროცესების დაწყებისთანავე, შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, შეუჩერდა უფლებამოსილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

ამასთანავე, უნივერსიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობა, დისკრიმინაცია ან არაეთიკური ქცევა თუ ქმედებები, რაც სრულად ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს, სამოქმედო პრინციპებსა და ღირებულებებს, ასევე აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეებში დამკვიდრებულ და ფუნდამენტურად აღიარებულ ნორმებს; თუმცა აქვე დასძენს, რომ შეუძლებელია ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეული წევრის (პროფესორი, მეცნიერი, ადმინისტრაციის თანამშრომელი, სტუდენტი) პირადი ცხოვრების შესახებ.

უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების და ამასთან ერთად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა უმაღლესი პრიორიტეტია და აქვე აცხადებს, რომ დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობისა და ეთიკური სტანდარტების სრული დაცვით”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ მეუღლის შვილიშვილს რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა. ასევე უმწეო მდგომარეობაში მყოფი მეუღლის შვილიშვილების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას ახორციელებდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის და ნდობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის და ნდობის გამოყენებით, ჩადენილი არასრულწლოვანის და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ) (ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post მამაკაცზე, რომელსაც მეუღლის შვილიშვილის გაუპატიურება ედება ბრალად, ახალი ინფორმაცია ვრცელდება appeared first on Taonews.ge.

პროკურატურამ ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და რეალიზაციის მიზნით 1107 პაკეტად დააფასოვეს ნარკოტიკული საშუალება 5F-MDMBPINACA (5F-ADB) ე.წ. ბიო, რომელთაგან 10 პაკეტი ქალაქ რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში განათავსეს, ხოლო დანარჩენს პირადად და საცხოვრებელ ბინაში ინახავდნენ. ბრალდებულთა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დაფასოებისთვის განკუთვნილი მცირე ზომის სასწორები, პაკეტები და წებოვანი ლენტები.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 260-ე კვარტა მუხლის მე-4 ნაწილით და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

The post პროკურატურამ ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა appeared first on Taonews.ge.

სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით ორი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით ორი პირი – ერთი უცხო ქვეყნის, მეორე კი საქართველოს მოქალაქე დააკავა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში ერთობლივი სპეციალური ღონისძიება ჩატარდა.

მაღრაძის განმარტებით, დაკავებული პირები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდნენ და ერთგულების ფიცი დადეს. ამასთან, ისინი მზად იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ ბათუმში დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე.

კონტრტერორისტული ცენტრისთვის აღნიშნული პირების შესახებ ცნობილი იყო, ასევე წინასწარ ვფლობდით ინფორმაციას მათი საქართველოში შემოსვლისა და შემოსვლის მიზნობრიობის შესახებ. ისინი საქართველოში ცალ-ცალკე ჩამოვიდნენ და დაბინავდნენ ნაქირავებ ბინაში. შემოსვლის დღიდანვე ორივე მათგანი იმყოფებოდა კონტრტერორისტული ცენტრის ოპერატიული კონტროლის ქვეშ, რაც მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ხორციელდებოდა.

გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი), რაც ასახეს ვიდეოფაილის სახით და გადაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს, რითაც უპირობო მორჩილება გამოუცხადეს მათ. ისინი მზად იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკავებულები საქართველოდან მიემგზავრებოდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც უნდა შეერთებოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დაურეგისტრირებელი სიმბარათები, მობილური ტელეფონები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ნიღბები, პირადი დოკუმენტები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა მტკიცებულებები.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სისტემის საიმედო პარტნიორია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების გატარებას“, – განაცხადა მაღრაძემ.

The post სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით ორი პირი დააკავა appeared first on Taonews.ge.